საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო 2016! მოჭიდავეების 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი ოლიმპიური თამაშებიდან
Free image hosting powered by PicZ.Ge

 

21 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში დასრულდა 2016 წლის ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები, ქართველ ოლიმპიელთა მონაგარი ასეთია: 2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი 38-ე ადგილი დავიკავეთ, ყველაზე მეტი მედალი კი ოლიმპიურ გუნდს ჭიდაობის ნაკრებმა მოუტანა: 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი.

 

რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი თავისუფალი სტილით ნაკრებიდან ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვინც 4 წლის წინ ლონდონში აღებული ვერცხლის მედალი ოქროთი შეცვალა.

 

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა. მედლის მოპოვების შანსი ქონდა ელიზბარ ოდიკაძეს თუმცა დათმო ბრინჯაოსთვის შეხვედრა და მეხუთეზე დაასრულა.

 

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან კი ერთადერთი მედალი შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა, ვინც ბრინჯაო დაისაკუთრა.

 

 

გენო პეტრიაშვილის გამარჯვება ბრინჯაოს მედლისათვის 125 კგ თავისუფალი ჭიდაობა

 

 

 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია, ფინალური შეხვედრა.

 

 

ოლიმპიური ჩემპიონის დაჯილდოვება, საქართველოს ჰიმნი.

 

 

შმაგი ბოლქვაძის გამარჯვება ბრინჯაოს მედლისათვის 66 კგ ბერძნულ-რომაული