საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ისტორია

ფედერაციის დაფუძნების ისტორია

 

1991 წლის 22 მაისს დაფუძნდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს _ თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია.
ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) აღიარა 1992 წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება.
1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია.
პრეზიდენტები: ბერძნულ-რომაულის _ რომან რურუა (1991-93), თავისუფალი ჭიდაობის _ მურმან ომანიძე (1991-93), გაერთიანებული ფედერაციის გურამ გედეხაური (1993-94), დავით გობეჯიშვილი (1994-2000), გოჩა ძასოხოვი (2000-04), ბაკურ გოგიტიძე (2004-05), კახა გეწაძე (2005-2012), ლუკა კურტანიძე (2012-2014), მანუჩარ კვირკველია (2014-2017)
, თამაზ (გეგა) გეგეშიძე (2017 წლიდან).

ჭიდაობის წარმოშობის ისტორია

 

ჭიდაობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამას ადასტურებს არაერთი დოკუმენტური მასალა, არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ძეგლი, მსოფლიოს ხალხთა ეპოსი. ჭიდაობის ეროვნულ სახეობათა კვალი მრავალ ქვეყანაშია აღმოჩენილი. დღემდე შემორჩენილი და შემონახულია ფალავნობის უძველესი ტრადიცები, მათ შორის _ შუამდინარეთსა და კავკასიაში. ძვ. წ. IV-III ათასწლეულის ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში მოჭიდავეთა ტურნირები საერო და საკულტო დღესასწაულებზე ტარდებოდა. იმდროინდელ სამარხებში აღმოჩენილ ფიგურებზე, ეგვიპტური აკლდამის კედლებზე შემონახულ ნახატებზე, უფრო გვიანდელ ბერძნულ და ხეთურ ბარელიეფებზე ადვილად ამოიცნობთ თანამედროვე ჭიდაობის ელემენტებს. ორთაბრძოლის ხელოვნებით გამოირჩეოდნენ აზიის ხალხები, მათ შორის ჩინელები, რომლებიც ჯერ კიდევ ათასწლეულების წინათ `ჭიდაობის დღეებს~ მართავდნენ. ძვ. წ. 658 წელს დოკუმენტურად პირველად მოიხსენიება სუმოს მოჭიდავეთა იაპონური გილდია. ძველი საბერძნეთის სახვითი ხელოვნების მრავალ ნიმუშზე აღბეჭდილია მოჭიდავეთა შერკინების ეპიზოდები, მათ შორის – ჰერაკლეს და ანთეოსის ორთაბრძოლა. ძვ. წ. 510 წლის მარმარილოს ბარელიეფზე ნათლად ჩანს მოჭიდავეთა და მსაჯთა ფიგურები.  ჰომეროსმა “ილიადაში” (ქება ოცდამესამე) დაწვრილებით აღწერა ოდისევსისა და აიასის შერკინება, რომელიც აქილევსმა მოაწყო. პიროვნული კეთილშობილება ფიზიკურ სილამაზესა და სრულყოფილებასთან ერთად – ასეთი იყო იმდროინდელი ათლეტის იდეალი.

ფიზიკური აღზრდის ძველბერძნულ სისტემაში ჭიდაობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა და, როგორც პენტატლონის (კლასიკური ხუთჭიდი) შემადგენელი დისციპლინა, ძვ. წ. 708 წლიდან ანტიკური ოლიმპიადების პროგრამაშიც შედიოდა. 60 წლის შემდეგ თამაშებში ჩართეს პანკრატიონი (ჭიდაობისა და მუშტი-კრივის ერთგვარი სინთეზი), როგორც ცალკე სახეობა, ანტიკური ოლიმპიადების პროგრამაში ჭიდაობა პირველად ძვ. წ. 704 წელს შეიტანეს. იმდროინდელმა ცნობილმა ათლეტმა თეზეუსმა შეიმუშავა ჭიდაობის პირველი წესები: გამარჯვებულად ის ითვლებოდა, ვინც მეტოქეს მიწაზე სამჯერ დასცემდა.

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

 

ევროპის ჩემპიონატი ტარდება 1928 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი  კაცებში 1951-იდან, ქალებში  1989-იდან, ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1904-იდან

თანამედროვე თავისუფალი ჭიდაობის უშუალო წინამორბედად მიიჩნევენ ინგლისურ `კეტჩს~, რომელმაც მწყობრ სისტემად გააერთიანა მსოფლიოს ხალხთა გამოცდილება, თავი მოუყარა ჭიდაობის მდიდრულ ტექნიკურ არსენალს. ლიბერალური და ხელმისაწვდომი წესების გამო ჭიდაობის ახალ სტილს ბევრი მიმდევარი გაუჩნდა ჯერ ევროპასა და აზიაში, შემდეგ კი ამერიკის კონტინენტზე, განსაკუთრებით აშშ-ში. XIX საუკუნის მიწურულს ამერიკის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ”კეტჩი”(სამოყვარულო ვარიანტი) სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად იქცა და როცა აშშ-მა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო (1904, სენტ-ლუისი), ასპარეზობის პროგრამაში თავისუფალი სტილით (F EE LE) ჭიდაობაც შეიტანეს. ეს იყო პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრება, რომელსაც 24 წლის შემდეგ მოჰყვა საფრანგეთის ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით პარიზში გამართული ევროპის ჩემპიონატი. იქ გადაწყდა, რომ ევროპის პირველობა ყოველწლიურად ჩატარდებოდა. 1965 წლამდე მხოლოდ 11 ჩემპიონატის გამართვა მოხერხდა, მას შემდეგ კი ეს ასპარეზობა რეგულარულად იმართება. თავისუფალი ჭიდაობის განვითარების ახალი ეტაპი იწყება XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, როცა საფუძველი ჩაეყარა მსოფლიოს ჩემპიონატებს, საერთაშორისო სარბიელზე კი პირველად გამოჩნდნენ ყოფილი სსრ კავშირის ფალავნები.
ორთაბრძოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისუფალ ჭიდაობაში გამარჯვებულის ბედი ილეთების ვიზუალური შეფასებით წყდებოდა. სწორედ ამან განაპირობა შეჯიბრების წესების ხშირი ცვლილებები და ოპტიმალური ვარიანტის გამუდმებული ძიება. 1924 წლამდე შერკინება წმინდა მოგებამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი 40-წუთიანი ზღვარი შემოიღეს. სხვადასხვა დროს დაწესებული იყო 20, 15, 12, 10, 9 და 6 წუთი, 1997-იდან შეხვედრა 5 წუთს გრძელდებოდა, 2005 წლიდან კი შემოიღეს 3 ორწუთიანი პერიოდი. საგრძნობლად შეიცვალა შეჯიბრების სისტემა, ილეთთა შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის წესი.
თავისუფალმა ჭიდაობამ დროის გამოცდას გაუძლო და ორთაბრძოლის სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია: მსოფლიოს 170-მდე ქვეყანაში მას 10 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს.
სადებიუტო ოლიმპიურ ტურნირში (1904) მხოლოდ ამერიკელი მოჭიდავეები ასპარეზობდნენ და, ცხადია, მედლების შვიდივე კომპლექტი მათ გაინაწილეს. მომდევნო ოლიმპიადაზე პროგრამაში ხუთი წონითი კატეგორია შეიტანეს. სამ წონაში ინგლისელებმა გაიმარჯვეს, ორში _ ამერიკელებმა. თითოეულ მონაწილეს შეეძლო ორ კატეგორიაში გამოსულიყო. ინგლისელმა ჯორჯ რელუისკოუმ ძირითად წონაში (66,6 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, 73 კგ-ში _ ვერცხლისა, რაც უნიკალური შემთხვევაა. სტოკჰოლმის V თამაშების (1912) გამოკლებით, თავისუფალი ჭიდაობა ყველა ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომამდელ ოლიმპიადებში ოქროს მედლებს ძირითადად აშშ-ის, ფინეთის, შვედეთისა და შვეიცარიის მოჭიდავეები ინაწილებდნენ, 80-იან წლებამდე _ თურქეთის, ყოფილი სსრ კავშირის, აშშ-ის, ირანისა და იაპონიის წარმომადგენლები. ბოიკოტის გამო მოსკოვისა (1980) და ლოს-ანჯელესის (1984) თამაშებს არაერთი უძლიერესი სპორტსმენი გამოაკლდა. მოსკოვში სსრკ ნაკრებმა 7 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აიღო. ასევე დიდი წარმატება ხვდათ ამერიკელებს _ 7 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი. საბჭოთა და ამერიკელ მოჭიდავეთა მეტოქეობა სეულში (1988) დასრულდა. საბჭოელებმა კვლავ 9 მედალი მოიპოვეს (მათ შორის 4 ოქროსი), ამერიკელებმა _ 5 (2 ოქროსი). მომდევნო ოლიმპიადებში მედლებს 20-მდე ქვეყნის სპორტსმენები ინაწილებდნენ. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან ივარ იოჰანსონი (შვედეთი. ორჯერ გაიმარჯვა თავისუფალ ჭიდაობაში, ერთხელ _ ბერძნულ-რომაულში) და ალექსანდრ მედვედი (სსრკ, ბელორუსია). 2-2 ოქროს მედალი მიღებული აქვს 20-მდე მოჭიდავეს, მათ შორის ლევან თედიაშვილს. ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა არსენ მეკოკიშვილი (40 წელი და 102 დღე).
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია. (Federation Internationale des Luttes Associees – FILA) დაარსდა 1905 წელს. დამფუძნებელი  ქვეყნები: იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია და შვედეთი. აერთიანებს 146 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონტინენტურ კომისიას.საქართველოში თავისუფალი (იგივე ინგლისურ-ამერიკული) ჭიდაობა 1944 წელს შემოვიდა. იმ წელს ჭიდაობის ცნობილი სპეციალისტის ვახტანგ კუხიანიძის ხელმძღვანელობით თბილისში მოეწყო მწვრთნელთა პირველი საკავშირო სემინარი, რომელმაც სათავე დაუდო თავისუფალი ჭიდაობის ისტორიას მთელ სსრკ კავშირში. თბილისშივე გადაწყდა, რომ სსრკ პირველი ჩემპიონატი 1945 წელს ლენინგრადში ჩატარებულიყო. ამ ჩემპიონატში შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გაიმარჯვეს საქართველოს წარმომადგენლებმა: ვასილ ილურიძემ, დავით ციმაკურიძემ, ვაღარშაკ მაჩკალიანმა და არსენ მეკოკიშვილმა. აქედან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში, ქართველი მოჭიდავეები ლიდერობდნენ საკავშირო სარბიელზე, წარმატებით გამოდიოდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე სსრკ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ვახტანგ კუხიანიძე ხელმძღვანელობდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ დავით ციმაკურიძე და არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმ დროს მოსკოვის სახელით გამოდიოდა. ორი წლის შემდეგ ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს შვიდი ფალავანი წაიყვანეს. საბჭოთა მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც მომდევნო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. პირველი თაობის მოჭიდავეთა შორის უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასევე წარმატებით გამოდიოდნენ მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, ნიკოლოზ მუზაშვილი, სერგო გაბარაევი, ვლადიმერ არსენიანი და სხვები. 1960-იან წლებში დიდ სარბიელზე გამოვიდა საქართველოს მოჭიდავეთა ახალი თაობა. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მრავალი მედალი მოიპოვეს ვლადიმერ რუბაშვილმა, შოთა ლომიძემ, გურამ საღარაძემ, ზარბეგ ბერიაშვილმა, ნოდარ ხოხაშვილმა, ტარიელ ალიბეგაშვილმა, ანდრო ცხოვრებოვმა. ამ და მომდევნო პერიოდის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მიხეილ თიკანაძემ, გიორგი როსტიაშვილმა, ვასილ ილურიძემ, შალვა ნოზაძემ, ვანო მეკოკიშვილმა, პეტრე იორდანიშვილმა, ლევ კაპიტანოვმა, მარლენ ოსიყმაშვილმა, ვლადიმერ მესტვირიშვილმა, შოთა კიკაბიძემ და სხვა დამსახურებულმა მწვრთნელებმა.
თავისუფალი ჭიდაობის ქართული სკოლა მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა. ამიტომაც იყო, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 1962 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის საერთაშორისო ტურნირს, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელიც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. 1970-იანი წლები თედიაშვილის ეპოქად მოინათლა. მან გაიმარჯვა მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე, ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ_ევროპის ჩემპიონი, მოიგო ყველა სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება. მომდევნო ათწლეულში დაწინაურდნენ დავით გობეჯიშვილი და ლერი ხაბელოვი. გობეჯიშვილი ყველაზე პრესტიჟულ_მძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და დიდი კონკურენციის პირობებში შეძლო ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. უფრო შთამბეჭდავია ხაბელოვის სპორტული მიღწევები: ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.
ამის შემდეგ იწყება საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის პერიოდი. ახალ დროში საქართველოს ნაკრებს ლიდერად მოევლინა სოხუმელი მოჭიდავე ელდარ კურტანიძე. მან პირველ წარმატებას 1995 წელს მიაღწია, როცა მსოფლიოს ჩემპიანატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მერე კურტანიძემ არაერთ დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფალავანი გახდა: მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი. მისი ლიდერობით კვლავ დაიბრუნა წამყვანი პოზიციები საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო. 21-ე საუკუნეში ყველაზე დიდ გამარჯვებებს რევაზ მინდორაშვილმა მიაღწია მსოფლიოს 2005, ევროპის 2003 და პეკინის ოლიმპიური თამაშების 2008 წლის ჩემპიონი გახდა. 10 წლიანი ლოდინის შემდეგ კი 2015 წელს მინდორაშვილის თავკაცობით მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა, რომელიც ასევე არის ევროპის 2014 წლის ჩემპიონი და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი. 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა, მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი.

 

 

საქართველოს სპორტსმენთა შედეგები

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

ოლიმპიური თამაშები

9

8

11

მსოფლიოს ჩემპიონატი

29

19

27

ევროპის ჩემპიონატი

35

28

50

 

 

ოლიმპიური თამაშები
I ადგილი (ოქრო)
არსენ მეკოკიშვილი 1952
დავით ციმაკურიძე 1952
მირიან ცალქალამანიძე 1956
ლევან თედიაშვილი 1972, 1976
დავით გობეჯიშვილი 1988
ლერი ხაბელოვი 1992
რევაზ მინდორაშვილი 2008
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2016
   
II ადგილი (ვერცხლი)
გიორგი სხირტლაძე 1960
გურამ საღარაძე 1964
შოთა ლომიძე 1968
ლერი ხაბელოვი 1988
გიორგი გოგშელიძე 2008
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2012
დავით მოძმანაშვილი 2012
გენო პეტრიაშვილი 2021
   
III ადგილი (ბრინჯაო)
ვახტანგ ბალავაძე 1956
გიორგი სხირტლაძე 1956
ვლადიმერ რუბაშვილი 1960
ნოდარ ხოხაშვილი 1964
დავით გობეჯიშვილი 1992
ელდარ კურტანიძე 1996, 2000
ოთარ თუშიშვილი 2008
გიორგი გოგშელიძე 2012
დავით მარსაგიშვილი 2012
გენო პეტრიაშვილი 2016

 

 
მსოფლიოს ჩემპიონატი
I ადგილი
არსენ მეკოკიშვილი 1954
ვახტანგ ბალავაძე 1954, 1957
გიორგი სხირტლაძე 1959
ვლადიმერ რუბაშვილი 1961
გურამ საღარაძე 1963, 1965
ზარბეგ ბერიაშვილი 1969
შოთა ლომიძე 1969, 1971
ლევან თედიაშვილი 1971, 73, 74, 75
დავით გობეჯიშვილი 1985, 1990
ლერი ხაბელოვი 1985, 1987, 1990, 1991
ელდარ-ლუკა კურტანიძე 2002, 2003
რევაზ მინდორაშვილი 2005
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2015
გენო პეტრიაშვილი 2017. 2018, 2019
ზურაბ იაკობიშვილი 2017
ბექა ლომთაძე 2019
   
II ადგილი 
გიორგი სხირტლაძე 1957
მირიან ცალქალამანიძე 1957
ვახტანგ ბალავაძე 1959
ზარბეგ ბერიაშვილი 1963, 1967
გურამ საღარაძე 1966, 1967
შოთა ლომიძე 1967
ლევან თედიაშვილი 1978
დავით გობეჯიშვილი 1986
ელდარ-ლუკა კურტანიძე 1993, 2005
ოთარ თუშიშვილი 2006
რევაზ მინდორაშვილი 2006
გიორგი გოგშელიძე 2006
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2014
ბექა ლომთაძე 2016
ავთანდილ კენჭაძე 2018
გენო პეტრიაშვილი 2021
   
III ადგილი
სერგო გაბარაევი 1954
ნიკოლოზ მუზაშვილი 1954
მირიან ცალქალამანიძე 1954
ვლადიმერ არსენიანი 1959
ზარბეგ ბერიაშვილი 1965
ტარიელ ალიბეგაშვილი 1969
ნოდარ ხოხაშვილი 1969
ელდარ კურტანიძე 1997
დავით პოღოსიანი 2001
რევაზ მინდორაშვილი 2003
ოთარ თუშიშვილი 2005, 2007
გიორგი გოგშელიძე 2009, 2010
ლევან ბერიანიძე 2010
დავით ხუციშვილი 2011
დავით მარსაგიშვილი 2011
დავით მოძმანაშვილი 2011
გენო პეტრიაშვილი 2013, 2015
სანდრო ამინაშვილი 2015
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2017
ზურაბ იაკობიშვილი 2018, 2021
ელიზბარ ოდიკაძე 2018
ირაკლი მწითური 2019
ნიკა კენჭაძე 2021
   
ევროპის ჩემპიონატი
I ადგილი
ზარბეგ ბერიაშვილი 1966, 1967, 1970
შოთა ლომიძე 1966, 1969
ანდრო ცხოვრებოვი 1968
ნოდარ მოდებაძე 1973
ლევან თედიაშვილი 1974, 1976, 1978
რაშ ხუტაბა 1982
დავით გობეჯიშვილი 1985
ლერი ხაბელოვი 1985, 1987, 1988, 1992
ზაზა თურმანიძე 1987
ელდარ კურტანიძე 1996, 1997, 1998, 2001, 2005
დავით პოღოსიანი 1997, 1998
ემზარ ბედინეიშვილი 2000
რევაზ მინდორაშვილი 2003
გიორგი გოგშელიძე 2008
დავით მარსაგიშვილი 2012, 2013
გიორგი ედიშერაშვილი 2013
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2014, 2016. 2017
გენო პეტრიაშვილი 2016, 2020
   
II ადგილი
შოთა ლომიძე 1967
ნოდარ ხოხაშვილი 1969
რომან მარსაგიშვილი 1972
ელდარ კურტანიძე 1993, 1995, 2002
ალექსი მოდებაძე 2001
დავით ოთიაშვილი 2002
რევაზ მინდორაშვილი 2004, 2008
გელა საღირაშვილი 2007
კობა კაკალძე 2008
ბესარიონ გოჩაშვილი 2009, 2012
გიორგი გოგშელიძე 2010
მალხაზ ზარქუა 2010
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2011
დავით მარსაგიშვილი 2011
დავით ხუციშვილი 2012
ბექა ლომთაძე 2015, 2018, 2019, 2020
ელიზბარ ოდიკაძე (ევროპის თამაშები) 2015
დავით ტლაშაძე 2016
გენო პეტრიაშვილი 2018, 2019
სანდრო ამინაშვლი 2021
   
III ადგილი
ანდრო ცხოვრებოვი 1966
გურამ საღარაძე 1968
როინ დობორჯგინიძე 1973
გიორგი მაკასარაშვილი 1980, 1983
დავით გიგაური 1983
ემზარ ბედინეიშვილი 1999
ოთარ თუშიშვილი 1999, 2001, 2010
ელდარ კურტანიძე 1999, 2006
გურამ მჭედლიძე 2000
რევაზ მინდორაშვილი 2002
ალექსი მოდებაძე 2003, 2007
ბესარიონ გოჩაშვილი 2005
გიორგი გოგშელიძე 2006, 2007
მალხაზ ქურდიანი 2009
მალხაზ მუზიაშვილი 2009
დავით ხუციშვილი 2011
მალხაზ ზარქუა 2012
დავით მოძმანაშვილი 2012
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2013, 2018.
გენო პეტრიაშვილი 2013, 2015 (ევროპის თამაშები), 2017, 2021
კონსტანტინე ხაბალაშვილი 2014
ჯუმბერ ყველაშვილი (ევროპის თამაშები) 2015
სანდრო ამინაშვილი (ევროპის თამაშები) 2015, 2018.
იაკობ მაქარაშვილი 2016
დავით მარსაგიშვილი 2016
ელიზბარ ოდიკაძე 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021
ზურაბი იაკობიშვილი 2017, 2018.
ავთანდილ კენჭაძე 2019, 2020.
ნიკა კენჭაძე 2019, 2021
ირაკლი მწითური 2019
ბექა ლომთაძე 2021

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

 

ევროპის ჩემპიონატი იმართება 1898 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცებში – 1904-იდან, ქალებში – 1989-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1896-იდან.

შუა საუკუნეების ევროპაში აღმოცენდა ჭიდაობის ეროვნული სახეობები. მათ შორის აღსანიშნავია ისლანდიური გლიმა, ინგლისური “კორნუელის ჭიდაობა” – ჭიდაობისა და კრივის სიმბიოზი, რომელიც საბოლოოდ სპორტულ ჭიდაობად ჩამოყალიბდა. 1539 წელს ფაბიან ფონ აუერსვალდმა შეადგინა პირველი სასწავლო სახელმძღვანელო “ჭიდაობის ხელოვნება”. XVIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე დაიწყო თანამედროვე ჭიდაობის ფორმირება, რაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ერთიანი სისტემის შექმნით დასრულდა. ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საფრანგეთმა. XIX საუკუნის 40-იან წლებში პარიზის ცნობილ ბაზრობებზე გამართულმა მოჭიდავეთა სახელდახელო ტურნირებმა მაყურებლებისა და პრესის დიდი ინტერესი გამოიწვია. 1848 წელს პარიზში, მონტესკიეს ქუჩაზე, მოეწყო პროფესიონალ ათლეტთა დიდი არენა. აქ გაიმართა ე.წ. გასტროლიორ მოჭიდავეთა პირველი ჩემპიონატი. იმავე წელს აშენდა ეროვნული არენა და ათამდე შედარებით მცირე სარბიელი, სადაც მოჭიდავეებთან ერთად გამოდიოდნენ მოკრივეები და ძალოსნები. განსაკუთრებით ხალხმრავალი ტურნირები იმართებოდა ეჟენ პაცის არენაზე – სწორედ აქ გამოჩნდა პირველად “შავი ნიღაბი”. ბევრი ათლეტისთვის ჭიდაობა პროფესიად იქცა, ტურნირების ორგანიზატორებისთვის კი -სარფიან ბიზნესად. საფრანგეთს ხშირად სტუმრობდნენ გერმანიის, იტალიის, თურქეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ფალავნები. 1880 წელს შეიმუშავეს ახალი წესები. შეხვედრის დრო შეზღუდული არ იყო და ბრძოლა ერთ-ერთი მეტოქის გამარჯვებამდე გრძელდებოდა. მოგვიანებით შემოიღეს დროის რეგლამენტი, წონითი კატეგორიები, ილეთების შეფასების სისტემა. მას შემდეგ წესები მრავალგზის შეიცვალა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
ფრანგული ჭიდაობა (შემდგომში – ბერძნულ-რომაული), როგორც სპორტის კლასიკური სახეობა, ფართოდ გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, იაპონიაში, კორეაში, კუბაში და სხვა ქვეყნებში.
ანტიკური დროიდან მოყოლებული, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობად ითვლება. I თამაშებში (1896, ათენი) სულ 5 მოჭიდავე გამოდიოდა (წონითი კატეგორიები არ იყო). გაიმარჯვა გერმანელმა კარლ შუმანმა, რომელმაც იმავე ოლიმპიადაზე ტანვარჯიშში 3 ოქროს მედალი მოიგო. მომდევნო ორ თამაშებში ამ სახეობის წარმომადგენლებს არ უასპარეზიათ, 1908 წლიდან კი ისინი ყველა ოლიმპიადაში მონაწილეობენ.
XX საუკუნის პირველ ნახევარში მეტწილად ფინელი და შვედი მოჭიდავეები პირველობდნენ. ზოგჯერ იმარჯვებდნენ იტალიელები, გერმანელები, თურქები, უნგრელები. 1952 წლიდან ლიდერობდა სსრ კავშირის ნაკრები, რომელმაც სადებიუტო თამაშებში 7 მედალი მოიპოვა (მათ შორის 4 ოქროსი) და მომდევნო 4 ათეული წლის განმავლობაშიც უძლიერესთა შორის იყო. საბჭოთა გუნდის წარმატებებში თვალსაჩინო წვლილი მიუძღვით ქართველ ფალავნებს.
1972 წლამდე წონითი კატეგორიების რაოდენობა 4-იდან 8-მდე მერყეობდა. შემდეგ შემოიღეს 10 წონა, სიდნეისა (2000) და ათენში (2004) კი მედლების 7-7 კომპლექტი განაწილდა.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან კარლ ვესტერგრენი (შვედეთი – 1920, 24, 32) და ალექსანდრ კარელინი (სსრკ, რუსეთი – 1988, 92, 96).

XIX-XX საუკენეების მიჯნაზე ჯერ თბილისში, მერე კი ქუთაისში, სოხუმსა და ბათუმში ე.წ. დროებითი ცირკები გაიხსნა. აქ, გარდა ქართული ჭიდაობისა, რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ფრანგულ ჭიდაობაში, რომელსაც შემდეგ კლასიკურ (ბერძნულ-რომაულ) ჭიდაობად მოიხსენიებდნენ. ფრანგულს წარმატებით ჭიდაობდნენ სახელოვანი ქართველი ფალავნები: კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, თედო ლილოელი, კოსტა მაისურაძე, მიხეილ ციმაკურიძე (მიშიკო მაჩაბელი), კოლია ქვარიანი, ვანო აბულაძე და სხვები. განსაკუთრებით პოპულარული იყო ნიკიტინის ცირკში პროფესიონალ ათლეტთა მონაწილეობით გამართული ტურნირები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ უკრაინელი ივან პოდდუბნი, რუსი ივან ზაიკინი, გეორგ ლურიხი, მსოფლიოს ჩემპიონად აღიარებული გერმანელი კლემენს ბული, თურქი სარი სულეიმანი, პოლონელი კარლ პოსპეშილი, ინდოელი გამა ინდოსტანი და სხვები (კაცების მხარდამხარ ძალას ქალებიც ცდიდნენ. 1911 წელს თბილისში გამართული ქალთა ტურნირი მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად აღიარეს. მონაწილეობდნენ გერმანიის, რუსეთის, ინგლისის, შოტლანდიის, პოლონეთის, ავსტრიის, ნორვეგიის, ესპანეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ჩემპიონები. მათ შორის, მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავე, გერმანელი ფრიდა დამბერგი). პროფესიონალთა გამოსვლებმა განაპირობა ჭიდაობის ახალი სახეობით ქართველი ახალგაზრდების დაინტერესება. 1912 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ძალოსნური სექცია, რომელშიც, გარდა ძალოსნებისა და მოკრივეებისა, გაერთიანდნენ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მოყვარულები. ამ საქმეს უძღვებოდა სპორტის ენთუზიასტი პეტრე მარღანიძე. მისი თაოსნობით 1914 წელს გაიმართა პირველი შჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მოგვიანებით (1923) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მუშათა ფაკულტეტთან შეიკრიბა კლასიკური ჭიდაობის მოყვარულთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც გიორგი ჩიკვაიძე ხელმძღვანელობდა. 1925 წელს ასეთივე ჯგუფები ჩამოყალიბდა ბათუმსა და ქუთაისში. ცნობილმა ფალავანმა ვანო აბულაშვილმა თბილისში დააარსა ათლეტიკის სკოლა, სადაც ფრანგულ ჭიდაობასაც ასწავლიდნენ. 1926 წელს გაიმართა თბილისისა და ამიერკავკასიის პირველი ჩემპიონატები. იმ პერიოდის მოჭიდავეებმა, შემდგომში მწვრთნელებმა, ჩამოაყალიბეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მალე მოიპოვა აღიარება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ვახტანგ კუხიანიძეს, პეტრე იორდანაშვილს, ლევ კაპიტონოვს, გიორგი ვარძელაშვილს, ნერსეს აკოფოვს.
1928 წელს გამართული საქართველოს I სპარტაკიადის პროგრამაში კლასიკური ჭიდაობაც შეიტანეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში მოეწყო საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და ოზურგეთის 34 მოჭიდავე. საქართველოდან სსრ კავშირის პირველი ჩემპიონი იყო ლეონიდ ძეკონსკი. მან ეს ტიტული 1935 წელს მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი შალვა ჩიხლაძესთან ერთად კვლავ ჩემპიონი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოჭიდავეები ხშირად იმარჯვებდნენ საკავშირო შეჯიბრებებში და, როცა საერთაშორისო სარბიელისკენ გზა გაეხსნათ, იქაც ტოლს არავის უდებდნენ. სსრ კავშირიდან ევროპის პირველი ჩემპიონი იყო კონსტანტინე კობერიძე (1947), მსოფლიოს პირველი ჩემპიონი – გივი კარტოზია (1953). ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც კარტოზია იყო (1956). მისი სპორტული მიღწევები სამაგალითო გამოდგა მომდევნო თაობის მოჭიდავეებისთვის. ყველაზე დიდ წარმატება რომან რურუამ მიაღწია ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ ქორიძე, ვახტანგ ბლაგიძე; მსოფლიოს ჩემპიონები – როსტომ აბაშიძე, მიხეილ სალაძე, თეიმურაზ აფხაზავა, თემო ყაზარაშვილი, გურამ გედეხაური, მუხრან ვახტანგაძე, მანუჩარ კვირკველია და რამაზ ნოზაძე. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განვითარებაში, გარდა ზემოთ დასახელებული მწვრთნელებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ილია ჩხარტიშვილმა, ვლადიმერ მაისურაძემ, ილია ბობოხიძემ, დამერლანდ დავითაიამ, ჯემალ კოსტავამ, ჯონი რეხვიაშვილმა, ოთარ ტატიშვილმა, ბეგი დარჩიამ და სხვებმა. ბეგი დარჩიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2004 წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა. ყველაზე ტიტულოვანი ფალავანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მანუჩარ კვირკველია გახდა, ევროპის, მსოფლიოს და პეკინის ოლიმპიური თამაშების 2008 ჩემპიონი.

 

 

საქართველოს სპორტსმენთა შედეგები

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

ოლიმპიური თამაშები

5

4 8

მსოფლიოს ჩემპიონატი

24

10 19

ევროპის ჩემპიონატი

16

19 30

 

 

ოლიმპიური თამაშები  
I ადგილი    
გივი კარტოზია 1956  
ავთანდილ ქორიძე 1960  
რომან რურუა 1968  
ვახტანგ ბლაგიძე 1980  
მანუჩარ კვირკველია 2008  
     
II ადგილი
რომან რურუა 1964
რამაზ ნოზაძე 2004
რევაზ ლაშხი 2012
იაკობ ქაჯაია 2021
 
     
III ადგილი    
რომან ძნელაძე 1956  
გივი კარტოზია 1960  
დავით გვანცელაძე 1964  
გიორგი კოღუაშვილი 1992  
მუხრან ვახტანგაძე 2000  
აკაკი ჩაჩუა 2000    
მანუჩარ ცხადაია 2012  
შმაგი ბოლქვაძე 2016  

 

მსოფლიოს ჩემპიონატი
I ადგილი
გივი კარტოზია 1953, 1955, 1958
როსტომ აბაშიძე 1958, 1962, 1963
ავთანდილ ქორიძე 1961
რომან რურუა 1966, 1967, 1969, 1970
ვახტანგ ბლაგიძე 1978, 1981
მიხეილ სალაძე 1981
თეიმურაზ აფხაზავა 1982, 1983
თემო ყაზარაშვილი 1982
გურამ გედეხაური 1987
მუხრან ვახტანგაძე 2001
მანუჩარ კვირკველია 2003
დავით ბედინაძე 2007
რამაზ ნოზაძე 2007
ნუგზარ წურწუმია 2019
ლაშა გობაძე 2019
   
II ადგილი
ომარ ეგაძე 1962
დავით  გვანცელაძე 1963
ომარ ბლიაძე 1969
შოთა მორჩილაძე 1974
ბაკურ გოგიტიძე 1994
ბადრი ხასაია 2002
დავით ბედინაძე 2006
მანუჩარ ცხადაია 2009, 2011
ლერი აბულაძე 2021
   
III ადგილი
შოთა მორჩილაძე 1973
იოსებ ბერიშვილი 1974
თემო ყაზარაშვილი 1983
თენგიზ თედორაძე 1993
გელა პაპაშვილი 1994
მანუჩარ კვირკველია 2002, 2006
რამაზ ნოზაძე 2003
ბადრი ხასაია 2007
ლაშას გობაძე 2015, 2021
რევაზი ნადარეიშვილი 2017
რობერტ კობლიაშვილი 2017, 2018
ნუგზარ წურწუმია 2018, 2021
იაკობ ქაჯაია 2019, 2021
რამაზ ზოიძე 2021

 

ევროპის ჩემპიონატი
I ადგილი (ოქრო)    
ომარ ბლიაძე 1968    
შოთა მორჩილაძე 1974    
ვახტანგ ბლაგიძე 1978, 1980
თეიმურაზ აფხაზავა 1983, 1984
ალექსანდრე დოხტურიშვილი 2001
ბადრი ხასაია 2002    
რამაზ ნოზაძე 2003, 2007
მანუჩარ კვირკველია 2007
რევაზ ლაშზი 2011    
ზურაბ დათუნაშვილი 2016, 2017
რობერტ კობლიაშვილი 2018    
შმაგი ბოლქვაძე 2021    
       
II ადგილი (ვერცხლი)    
ომარ ბლიაძე 1972
იოსებ ბერიშვილი 1976    
გიორგი ჯინჭველაშვილი 1997
ხვიჩა ბიჩინაშვილი 1998
აკაკი ჩაჩუა 1999    
ირაკლი ჭოჭუა 2001    
მანუჩარ კვირკველია 2002
დავით ბედინაძე 2006    
ბადრი ხასაია 2008    
მანუჩარ ცხადაია 2012    
ზურაბ დათუნაშვილი 2013
ვლადიმერ გეგეშიძე 2013
რობერტ კობლიაშვილი 2016
შმაგი ბოლქვაძე 2018    
ლაშა გობაძე 2019    
იაკობ ქაჯაია 2019, 2021    
იური ლომაძე 2020    
ლევან არაბული 2020    
       
III ადგილი (ბრინჯაო)    
შოთა მორჩილაძე 1973
იოსებ ბერიშვილი 1974
თეიმურაზ აფხაზავა 1979, 1986
თემო ყაზარაშვილი 1985
თენგიზ თედორაძე 1993
გელა პაპაშვილი 1993    
აკაკი ჩაჩუა 1997    
მუხრან ვახტანგაძე 2003    
დავით ბედინაძე 2005    
მირიან გიორგაძე 2005    
ბადრი ხასაია 2005    
მანუჩარ კვირკველია 2006
რამაზ ნოზაძე 2008    
მანუჩარ ცხადაია 2009    
იოსებ ჯაბიძე 2009    
გურამ ფერსელიძე 2013    
გიორგი ცირეკიძე 2014    
შმაგი ბოლქვაძე 2016    
გოგა გოგიბერაშვილის 2017    
ლევან არაბული 2017    
ნუგზარ წურწუმია 2018    
დავით ჩხარტიშვილი 2018    
იური ლომაძე 2018    
იაკობ ქაჯაია 2018    
ლევან ქავჟარაძე 2019    
ნუგზარ წურწუმია 2020    
ამირან შავაძე 2020    
ლერი აბულაძე 2021    
აივენგო რიკაძე