საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების 2016 - ლიცენზიების გაცემის პრინციპი
01:16 | September 05 2015

"თავისუფლებში" 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებია, "ბერძენ-რომაელებში" - 59, 66, 75, 85, 98 და 130, ქალებში კი 48, 53, 58, 63, 69 და 75 წონითი კატეგორიები.
სალიცენზიო ტურნირები ამჯერადაც 4-ეტაპიანი იქნება. 1) ლას ვეგასში 7-12 სექტემბერს გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიცემა - 108 საგზური. ლიცენზიას წონაში 6-6 საუკეთესო ათლეტი მიიღებს ; 2) 15-17 აპრილი სერბული ზრენიანი 2016 წლის ევროპის რეგიონული პირველობა ლიცენზიებს ფინალისტები მიიღებენ (სულ - 144 სპორტსმენი) 3) 22-24 აპრილი ულანბატორი, მონღოლეთი I საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი; ლიცენზიას წონის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს (სულ - 48 სპორტსმენი) 4) 6-8 მაისი სტამბული, თურქეთი II საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი  საგზურს მხოლოდ ფინალისტები, ანუ 36 ათლეტი მიღებს.
საგზური ისევ ფედერაციის საკუთრება იქნება და არა სპორტსმენის. ანუ შეიძლება ლიცენზია ერთმა მოიპოვოს, მაგრამ მწვრთნელს უფლება ექნება, მის ნაცვლად თამაშებზე სხვა წაიყვანოს.