საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის
12:33 | August 31 2015

29-30 აგვისტოს სარაევოში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის. საქართველოს ნაკრებს 2 მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, ევროპის ჩემპიონმა ივერიკო ჯულაყიძემ (69) და მესამე პრიზიორმა ზურაბ ურთაშვილმა (100) ბრინჯაოს მედლებისათვის შეხვედრა დათმეს ირანელ მოიტანა ოსმავანდანისთან და რუს სოსლან ხინჩაგოვთან. სამწუხაროდ ვერც ნაკრების სხვა წევრებმა თორნიკე ქათამაძემ (42), გიორგი ხაჩიძემ (46), თეიმურაზ ვანიშვილმა (50), ივანე გოდელაშვილმა (54), ალეკო ლომიძემ (58), თორნიკე კვინიკაძემ (63), დემურ მეგენეიშვილმა (76), ბექა ჭელიძემ (85) შეძლეს მედლების მოპოვება. შეგახსენებთ რომ 4-9 აგვისტოს გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა  სუბოტიცაში ევროპის ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა როცა 9 მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა, 3 კვირის შემდეგ კი ჩვენ ფალავნებს ხელმეორედ მოუწით წონის კლება ამჯერად მსოფლიოს პირველობისათვის რამაც უარყოფითად იმოქმედა შედეგებზე.