საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჯონი ხეცურიანი და აივენგო რიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ
04:56 | August 25 2015

დღეს 25 აგვისტოს სარაევოში სტარტი აიღო ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატმა, პირველები ხალიჩაძე ბერძნულ-რომაული სტილის 50-54-58-63-100 წონის ფალავნები გამოვიდნენ, აქედან ჯონი ხეცურიანი (54) და აივენგო რიკაძე (63) ფინალში გავიდნენ და მსოფლიოს ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ. ხეცურიანმა მსოფლიოს ჩემპიონობა წინა წელს 50 კგ-ში მოიპოვა ამჯერად კი 54-ში შეეცდება. ქართველმა ფალავანმა ამერიკელი პაულ ბიანჩი 8-0, იაპონელი აიატა სუზუკი 9-5, ნახევარფინალში კი სომეხი ტიგრან მინასიანი 8-0 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ალექსანდრე ხრუშინს შეხვდება. რიკაძე (63) რამოდენიმე კვირის წინ სუბოტიცაში ევროპი ჩემპიონი გახდა ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრძელებს ტრიუმფალურ გამოსვლას, ირანელი მოჰამედრეზა როსტამი 7-2, უკრაინელი ფავრიზ ნასიბოვი 2-2 და ყაზახი მერეი ბეკენოვი 4-3 დაამარცხა, ფინალში კი ეგვიპტელ მოჰამედ ელ საიედს დაეჭიდება.  დღესვე ხალიჩაძე თორნიკე კანდელაკი (50), დავით ბაკურაძე (58) და ბექა მაკარიძე (100) გამოვიდნენ თუმცა უმედლოდ დარჩნენ. კანდელაკმა (50) ყაზახი ტილაკ ასემბაევის დამარცხების შემდეგ 11-1, ირანელ მეჰდი ნეჯადთან დათმო შეხვედრა 0-9, ბაკურიძემ (58) პირველ შეხევდრაში ხორვატი პაველ პუკლავეცი დაამარცხა 3-1, შემდეგ კი სომეხ ედგარ ტამაზიანთან დამარცხდა 0-8, ბექა მაკარიძემ (100) პირველივე შეხვედრა დათმო თურ ბეკდარ აკდემირთან 2-4.

 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი

https://unitedworldwrestling.org/event/world-championships-2