საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სარაევოში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
04:23 | August 24 2015

25-30 აგვისტოს ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის. საქართველოს ნაკრებების შემადგენლობები.

თავისუფალთა ჭიდაობა:
42 კგ. თორნიკე ქათამაძე (ბათუმი), 46 კგ. გიორგი ხაჩიძე (ხაშური), 50 კგ. თემურ ვანიშვილი (გორი), 54 კგ. ივანე გოდელაშვილი (ხაშური), 58 კგ. ალექსანდრე ლომიძე (ხაშური), 63 კგ. თორნიკე კვინიკაძე (ხაშური), 69 კგ. ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია), 76 კგ. დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია), 85 კგ. ბექა ჭელიძე (თბილისი), 100 კგ. ზურაბ ურთაშვილი ( მცხეთა).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე მწვრთნელები: კახაბერ დობორჯგინიძ, ლაშა ქეთიშვილი, თენგიზ კიკაბიძე



ბერძნულ-რომაული ჭიდაობა:
42 კგ. ირაკლი ნაკაშია (ხობი), 46 კგ. გიორგი მეფიშვილი, 50 კგ. თორნიკე კანდელაკი (ნორიო), 54 კგ. ჯონი ხეცურიანი (ხობი), 58 კგ. დავით ბაკურაძე (ოზურგეთი), 63 კგ. აივენგო რიკაძე (სართიჭალა), 69 კგ. ნიკოლოზ ჭიკაიძე (სართიჭალა), 76 კგ. თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი), 85 კგ. გიორგი ქაცანაშვილი (სართიჭალა), 100 კგ. ბექა მაკარიძე (თერჯოლა).

 

მთავარი მწვრთნელი: დავით ბედინაძე, მწვრთნელები: ვაჟა კრავეიშვილი, გურამ ცალუღელაშვილი, მამუკა სულთანიშვილი. რეფერი: ზაზა ჯიბლაძე

 

შეგახსენებთ რომ სუბოტიცაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იანტბელიძის გუნდმა ფურორი მოახდინა - 10 წონიდან 5-ის ფინალში იჭიდავა და ჯამში 9 მედალი მოიპოვა, რომელთაგანაც 3 ოქროა, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონები ბათუმელი თორნიკე ქათამაძე (50), ხაშურელი ალეკო ლომიძე (58) და სამტრედიელი ივერიკო ჯულაყიძე (69) გახდნენ, ხაშურელი გიორგი ხაჩიძე (46) და სამტრედიელი დემურ მეგენეიშვილი (76) ფინალში დამარცხდნენ, ბრინჯაოს მედალი კი გორელმა თემურ ვანიშვილმა (50), ხაშურელმა თორნიკე კვინიკაძემ (63), თბილისელმა ბექა ჭელიძემ (85) და მცხეთელმა ზურაბ ურთაშვილმა (100) მოიპოვეს.

 

"ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს: 2-2 ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, თუმცა მწვრთნელებმა იმ შემადგენლობიდან ნახევარი გუნდი შეცვალეს, მხოლოდ ხუთი კაცი დატოვეს: მესამეპრიზიორები - ხობელი ჯონი ხეცურიანი (58) და ბორჯომელი თემურ ჭკუასელიძე (76), სართიჭალელები - ჩემპიონი აივენგო რიკაძე (63), მეხუთეზე გასული ნიკოლოზ ჭიკაიძე (69) და თერჯოლელი ბექა მაკარიძე (100). თუმცა ამათგანაც ხეცურიანი ამჯერად ქვედა წონაში იჭიდავებს, ევროპაზე კი მედალოსანი 58-ში გახდა.

 

25 აგვისტო - ბერძნულ-რომაული 50-54-58-63-100 კგ
26 აგვისტო - ბერძნულ-რომაული 42-46-69-76-85 კგ

29 აგვისტო - თავისუფალი ჭიდაობა 42-50-58-69-85 კგ
30 აგვისტო - თავისუფალი ჭიდაობა 46-54-63-76-1000 კგ

 

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

შეგეძლებათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ინტერნეტ ტრანსლაციას

https://unitedworldwrestling.org/event/world-championships-2