საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფლების ერთადერთი ბრინჯაოს მსოფლიოს ჩემპიონატზე
02:11 | August 17 2015

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრაზილიის ქალაქ სალვადორ დე ბაიაში წუხელ 16 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა. პოდიუმზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტარზან მაისურაძე ავიდა, რომელმაც ორიოდ თვის წინ ჩატარებული ევროპირველობის მსგავსად, ამჯერადაც ბრინჯაო გამოიმუშავა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში დაასრულა, რუსეთის ნაკრების წევრ გაჯი ნაბიევთან შეხვედრის ბოლო წამებზე განცდილი მარცხით (1:3). ამ ბრძოლამდე მაისურაძემ ყაზახი იერკებულან ტილეუ (8:4) და ბელგიის ნაკრების წევრი ომარუ აბდულა (5:0) ჩამოიშორა. "ბრინჯაოს ფინალში” კი ლატვიელ ალბერტ იურჩენკოს აჯობა (5:2).

ტარზან მაისურაძის მსგავსად, მსოფლიო ხალიჩაზე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორების რანგში გავიდნენ: რობერტ დინგაშვილი (50 კგ), ავთანდილ კენჭაძე (66 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილიც (84 კგ). ამ უკანასკნელმა ამჯერად ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 96 კილოგრამში სცადა ბედი, მაგრამ წარუმატებლად - შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. კენჭაძეს პოდიუმამდე ერთადერთი მოგება დააკლდა და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო დინგაშვილი მე-7 ადგილს დასჯერდა.

გიორგი ჩხარტიშვილის მსგავსად, ძირითად ბადეში გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულეს: გიორგი სულავამ (60 კგ) და ირაკლი მწითურმა (84 კგ). მწითური რეპეშაჟშიც გადაერთო, მაგრამ ვერც იქ იყოჩაღა. ედემ ბოლქვაძე (55 კგ) და ბექა კანდელაკი (120 კგ) კი მეოთხედფინალამდე მივიდნენ.

 

თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდები

სალვადორ დე ბაია. ბრაზილია

15-16 აგვისტო

 

50 კგ

1 სპენსერ ლი (აშშ)

2 ალირეზა გუდარზი (ირანი)

3 რომან გუცულიაკი (უკრაინა)

3 არიფ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

7 რობერტ დინგაშვილი (საქართველო)

 

55 კგ

1 მახირ ამირასლანოვი (აზერბაიჯანი)

2 რავი კუმარი (ინდოეთი)

3 ხასანხუსეინ ბადრუდინოვი (რუსეთი)

3 სტივენ მიჩიჩი (აშშ)

 

60 კგ

1 იმან სადეღიკუკანდე (ირანი)

2 იბრაჰიმ აბდელჰამიდი (ეგვიპტე)

3 დიმიტარ ივანოვი (ბულგარეთი)

3 გაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი)

 

66 კგ

1 ტეიმურ მამადოვი (აზერბაიჯანი)

2 იუჰი ფუჯინამი (იაპონია)

3 აარონ პიკო (აშშ)

3 ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთი)

5 ავთანდილ კენჭაძე (საქართველო)

 

74 კგ

1 გაჯი ნაბიევი (რუსეთი)

2 რეზა მოზაფარიჯუიბარი (ირანი)

3 ტარზან მაისურაძე (საქართველო)

3 პეტერ ნაგი (უნგრეთი)

 

84 კგ

1 მოიტაბა გოლეიჟი (ირანი)

2 ძიანის ხრამიანკოუ (ბელარუსი)

3 ილისხან ჩილაიევი (ყაზახეთი)

3 არსენ ალი მუსალალიევი (რუსეთი)

 

96 კგ

1 ნურმუგომედ გაჯიევი (აზერბაიჯანი)

2 სეიედ ჰოსინი (ირანი)

3 ბაკდაულეტ ალმენტაი (ყაზახეთი)

3 ნიშანპრიტ რანდავა (კანადა)

 

120 კგ

1 საიდ გამიდოვი (აზერბაიჯანი)

2 ამინ ტაჰერი (ირანი)

3 იუნუშ დედე (თურქეთი)

3 ნათან ბატლერი (აშშ)