საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ტარზან მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
11:33 | August 16 2015

ბრაზილიაში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის 15 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეების 4 წონითი კატეგორიის ფალავნებმა იასპარეზებს. საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რომელი ტარზან მაისურაძის (74) ანგარიშზეა.

 

მაისურაძემ ყაზახი იერკებულან ტილეუ 8-4, ბელგიული აბდულა ომაროვი 5-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუს ჰაჯი ნაბიევთან დამარცხდა ბოლო წამებზე 1-2, ბრინჯაოსთვის კი ლატვიელ ალბერტ იუნჩენკოს 5-2 მოუგო.

გუშინ ხალიჩაზე რობერტ დინგაშვილი (50), გიორგი სულავა (60) და გიორგი ჩხარტიშვილი (96) გავიდნენ თუმცა უმედლოდ დარჩნენ. დინგაშვილმა (50) თურქი ბეკი შაჰინი 9-3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ამერიკელ სპენსერ ლისთან სუფთად 0-10 წააგო და დამამშვიდებელში გადაერთო სადაც უკრაინელ რომან გუდსულაკთან 1-14 დათმო შეხვედრა. გიორგი სულავამ (60) პირველივე შეხვედრა დათმო ინდოელ ამიტ ამიტთან 4-8, გიორგი ჩხარტიშვილმა (96) ბრაზილიელ ჯონას სილვასთან მხარის ტრამვა მიიღო და ვეღარ გააგრძელა ასპარეზობა.

 

16 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს ხალიჩაზე თავისუფლები დარჩენილი 55-66-84-120 კგ წონის წარმომადგენლები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები: ედემი ბოლქვაძე (55), ავთანდილ კენჭაძე (66), ირაკლი მწითური (84) და ბექა კანდელაკი (120).

შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება

https://unitedworldwrestling.org/event/junior-world-championships