საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ტარიელ ხეჩიკაშვილი დუშეთში მოჭიდავეთა ნაკრებების ვარჯიშს დაესწრო
11:35 | August 14 2015

14 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დუშეთის ოლიმპიურ ბაზას ესტუმრნენ, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ვარჯიშობენ. დუშეთში ჩასულ სტუმრებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ უმასპინძლა.

მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 7-12 სექტემბერს აშშ-ს ქალაქი ლას ვეგასი უმასპინძლებს. დღეს, მოსამზადებელი შეკრება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დაასრულა, 15 აგვისტოს კი დუშეთს "ბერძნულ-რომაული" სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დატოვებს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 16-28 აგვისტოს შეკრებას ბორჯომში გააგრძელებენ. "ბერძნულ-რომაული" სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი 19-28 აგვისტოს დუშეთს დაუბრუნდება.
მოსამზადებელი შეკრების შემდეგ ამერიკაში ჯერ ბერძნულ-რომალული სტილით მოჭიდავეები, მოგვიანებით კი "თავისუფლები" გაემგზავრებიან.

შესაბამისად შეჯიბრებაში პირველი ბეგი დარჩიას გუნდი ჩაებმევა, 10 სექტემბრიდან კი ხალიჩაზე რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი მოჭიდავეები გავლენ. ლას ვეგასში მედლების გარდა რიოს ოლიმპიადის საგზურებიც გათამაშდება - ოლიმპიადის ლიცენზიას საუკეთესო ექვსეული მიიღებს.

7-12  სექტემბერი. მსოფლიოს ჩემპიონატი. ლას ვეგასი (აშშ)
7 სექტემბერი: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 66-75-98 კგ
8 სექტემბერი: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 59-71-80-130 კგ
9 სეტემბერი: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 85 კგ
10 სექტემბერი: თავისუფალი სტილით ჭიდაობა 65 კგ
11 სექტემბერი: თავისუფალი სტილით ჭიდაობა: 61-86-97 კგ
12 სექტემბერი: თავისუფალი სტილით ჭიდაობა: 57-70-74-125 კგ

ოლიმპიური წონები
ბერძნულ-რომაული: 59-66-75-85-98-130
თავისუფალი სტილი: 57-61-74-86-97-125

სამინისტროს პრესსამსახური