საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რამაზ ზოიძე და ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში
10:21 | August 12 2015

დღეს 12 აგვისტოს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს რამაზ ზოიძე (66) და ზვიადა პატარიძე (120) ფინალში გავიდნენ, გიორგი მელია (84) კი ბრინჯაოს შეუტევს.

 

ფინალამდე შთამბეჭდავი გზა გაიარა რამაზ ზოიძემ (66) პირველ შეხვედრაში ფინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში მატიას ლიპასტი 8-4, შემდეგ ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში თურქი არსლან ჩერგრიზი 11-2, უნგრელი ოტო ლოსონზე 1.24 წუთში 8-0, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი რუინ მიკაილოვი 3-2 დაამარცხა, ფინალში კი რუს აჰმეტ კაიცუკოვს შეხვდება.

ზვიად პატარიძემ (120) პირველ შეხვედრაში ტურქი ოსმან ილდრიმი 12-4 გაანადგურა,  ბელარუს პაველ რუდაკოს, ყაზახ ტალგატ ჟიენტაიევს და ამერიკელ სამუელ სტოლს ერთნაირი ანგარიშით 8-0 გადაურბინა, ფინალში კი რუსების შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონ სერგეი სემიონოვს შეხვდება.

გიორგი მელიამ (84) ჩინელი იოსე ბუსტოვი 16-0, ხორვატი ივან ხუკლეკი 10-4, უკრაინელი ვლადისლავ მანინი 8-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თავად დამარცხდა აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს

დღესვე ხალიჩაზე ევროპის ჩემპიონი ირაკლი შავაძეც (55) გავიდა, ვენესუელელი ანტონი ხავიერის ძლევის შემდეგ 8-0 მერვედფინალში დამარცხდა უზბეკ ისლომონ ბახრავმოვთან 1-9 და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით ღამის 1:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია სამივე ხალიჩაზე https://unitedworldwrestling.org/event/junior-world-championships