საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

2 ოქროს და 1 ვერცხლი - მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს
10:45 | August 12 2015

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (74) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96) გახდნენ. ვერცხლის მედალს ნუგზარ წურწუმია (50) დაეუფლა.

ბოლქვაძემ ფინალში თურქი აკბუდალ ბურჰანი 4:3 დაჯაბნა, კახელაშვილმა კი ირანელ ჰოსეიმი ამირჰოსეინის 1:0 მოუგო. გადამწყვეტი პაექრობა ირანელთან დათმო წურწუმიამ - რეზა ხედრისთან 1:2 წააგო.

 

დღეს 12 აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენლი 4 წონის ფალავნები იასპარეზებენ. ირაკლი შავაძე (55), რამაზ ზოიძე (66), გიორგი მელია (84) და ზვიად პატარიძე (120). შეხვედრევი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი

https://unitedworldwrestling.org/event/junior-world-championships