საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

წურწუმია, ბოლქვაძე და კახელაშვილი - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში
10:24 | August 11 2015

დღეს 11 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქ სალვადორში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, 4 წონითი კატეგორიიდან სამში ქართველები ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ.  ნუგზარ წურწუმიამ (50) უნგრელი იოსეფ ანდრასი 10-0, აზერბაიჯანელი ნოლალ ბაბაიევი 5-2, ნახევარფინალში კი უზბეკი იავოხირ მირახმედოვი 6-4 დაამარცხა ფინალში კი ირანელ რეზა ხედრის შეხვდება. გელა ბოლქვაძემ (74) უნგრელი ზოლტან ლევაი 2-2, ირანელი მაჰდი ედრაჰიმი 4-4, აზერბაინელლი შამისტან გულუზადე 3-2, ნახევარფინალში კი იაპონელ შოეი იაბიკუ 10-0 დაამარცხა და ფინალში გავიდა სადაც თურქ აკბუდაკ ბურჰანს დაეჭიდება. ნიკოლოზ კახელაშვილმა (96) სამი მეტოქე ჩამოიცილა, ბელარუს დმიტრი კამინსკის 6-0, ჰონდასელ კევინ კასტილოს 2-1, ნახევარფინალში კი უნგრელ სზოლტ ტოროკს 2-1 მოუგო, ფინალში კი აზერბაიჯანელ სოსლან ფანზიევს შეხვდება.   ლევან ქავჟარაძესაც (60) შეეძლო მედლისთვის ბრძოლა ირანელი სადატი ფარდი 6-1, თურქი უჩარ აჰმეტი 9-1 დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ კარიმ ჯალაზოვთან 7-8 დამარცხდა და სანუგეშოში გადაერთო სადაც სომეხ ტარონ დუმონიანთან 3-17 დამარცხდა და გემოთიშა ასპარეზობას.

 

ფინალური შეხვედრები თბილისის დროით ღამის 2:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია სამივე ხალიჩაზე https://unitedworldwrestling.org/event/junior-world-championships