საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული 6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან
09:32 | August 09 2015

დღეს სერბულ სუბოტიცაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თავისუფალთა ნაკრების მსგავსად დიდი წარმატებით იასპარეზა. ჩვენმა ნაკრებმა ჯამში სამივე სინჯის ორ-ორი მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა. ვროპის ჩემპიონები ლერი აბულაძე (54) და აივენგო რიკაძე (63) გახდნენ, ვერცხლის მედლები მოიპოვეს დავით ფუტკარაძემ (42) და გიორგი შოთაძემ (46), ბრინჯაოს კი ჯონი ხეცურიანი (58) და თემურ ჭკუასელიძე (76) დაეუფლა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 68 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა 84 ქულით, მესამეზე თურქეთი 58.

გუნდის ხელმძღვანელი: დავით ბედინაძე. მწვრთნელები: ვაჟა კრავეიშვილი, გურამ ცალუღელაშვილი, მამუკა სულთანიშვილი.