საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს
03:49 | August 09 2015

დღეს 9 აგვისტოს სერბეთში დასრულდა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ლერი აბულაძე (54) და აივენგო რიკაძე (63) გახდნენ, ვერცხლის მედალი გიორგი შოთაძემ (46) მოიპოვა, ბრინჯაოს კი თემურ ჭკუასელიძე (76) დაეუფლა.

 

46 - გიორგი შოთაძემ რუმინელი ტიტა 8-0, უნგრელი ვანცზა 3-2, ნახევარფინალში კი რუსი ანზორ კარაგულოვი 3-2 დაამარცხა, ფინალში კი თურქ კერემ კამალთან 1-10 დამარცხდა.

 

54 - ლერი აბულაძემ პოლონელი სჩიეგლინსკი 9-1, სომეხი ტიგრან მინასიანი 6-1, რუმინელი ალექსანდრუ ტრანდაფირი 3-2, ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდრ გინჩი 4-1 დაამარცხა, ფინალში კი რუს დიმიტრი ჩიგირევს 3-2 სძლია.

 

69 - აივენგო რიკაძემ 9-0 დაამარცხა რუმინელი ალექსანდრუ დოსოფტეი, ანატოლი პოპოვს 6-0, ჩეხიაკუბ ბიელეს 3-1, ნახევარფინალში კი რუს ასლან ტოლოვს 8-5 მოუგო, ფინალში  კი 40 წამში ორი 4-ქულიანი გდებით სუფთა გამარჯვება მოიპოვა უკრაინელ პავრიზ ნასიბოვთან.

 

76 - თერმუ ჭკუასელიძემ ხორვატი იან სიროჩიჩი 6-0 და  უნგრელი დომინიკ გეგენი 6-3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ დმიტრო კიაშოკთან დამარცხდა 0-8 და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი 27 წამში "დატუშა" რუმინელი მეტოქე.

 

100 - ბექა მაკარიძე პირველ შეხვედრაში დამარცხდა გერმანელ ფრანკ რიჩტერთან 8-8 და გამოეთიშა ასპარეზობას.