გიორგი ელბაქიძე და სოლომონ მანაშვილი U23 ევროპის ჩემპიონები

2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ქართველი მოჭიდავეების წარმატება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე 10 წონითი კატეგორიიდან 7-ში მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონები გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გახდნენ, გიორგი გეგელაშვილისა (57 კგ) და ევსემ შველიძის (79 კგ) ვერცხლის მედლებს, რამაზ თურმანიძემ (61 კგ), ბაგრატ გაგნიძემ (86 კგ) და დავით კოღუაშვილმა (92 კგ) ბრინჯაოს მედლები დაამატეს.





