U23 ბერძნულ-რომაული ნაკრების 8 მედალი და გუნდური ევროპის ჩემპიონობა

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის ბოლო დღეს ყველა ქართველმა მედალი მოიპოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ფანტასტიკური შედეგი აჩვენა. 8 მედალი მოიპოვა - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ევროპის ჩემპიონები გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), დავით სოლოღაშვილი (77 კგ) და ბექა გურული (82 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაო მედალი კი გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ) მოიპოვა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა პირველობა რავის დაუთმო და დამსახურებული ჩემპიონობა მოიპოვა.




