
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს ხუთი მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება ლერი აბულაძეს (63 კგ) დააკლდა, ოქროს მედლისათვის ბრძოლაში აბულაძემ ირანელ დალხანისთან დაძაბულ ბრძოლაში 4-5 დათმო შეხვედრა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა აბულაძე 4:3-ს იგებდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს გახლდათ. საფინალო გზაზე კი ყაზახი სულტან ასეტული 5:4 და იაპონელი კენსუკე შიმიზუ 5:4 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. ლერი ფინალის საგზურისთვის უნგრელ ერიკ ტორბას დაეჭიდა, რომელსაც იოლად, 7:1 აჯობა.
ბრინჯაოს მედლები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რამაზ ზოიძემ (67 კგ), ლაშა გობაძემ (87 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს. წურწუმიამ გადამწყვეთ შეხვედრაში სომეხი ნორაირ ჰახოიანი 9:0 დაამარცხა, ბრინჯაოსთვის ზოიძე აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს დაეჭიდა და უპრობლემოდ, წუთანხევარში 8:0 მოუგო. გობაძემ დანიის სახელით მოასპარეზე ბისულტანოვს 5:2 სძლია, ქაჯაიამ თურქ ოსმან ილდირიმს 2:1 მოუგო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.








