საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

აივენგო რიკაძე , ლაშა გობაძე და გიორგი მელია ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები
02:58 | October 17 2021

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აივენგო რიკაძე (82 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - იონ კორნიანუსა და ლადისლაუ სიმონის მემორიალზე ჩემპიონები გახდნენ.

 

უმაღლესი სინჯის მედლისთვის მათ გარდა, გელა ბოლქვაძესაც (77 კგ) უნდა ებრძოლა, მაგრამ ტრავმის გამო აღარ უჭიდავია. 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დასრულდა - გობაძემ თორნიკე ძამაშვილს მოუგო.

 

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და ვალერიან მურვანიძე (97 კგ). საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.