საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველომ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა
11:33 | September 04 2021

რუსეთის ქალაქ უფაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭიდაობაში დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ყველაზე წარმატებული ჩვენთვის ბოლო საშეჯიბრო დღე გამოდგა, როცა ქართველებმა ორი მედალი დაისაკუთრეს.

 

72 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა გიორგი ჩხიკვაძე, რომელმაც ბელარუსი ანდრეი კავალეუსკი (10:0), აზერბაიჯანელი ხასაი ჰასანლი (11:0) და სომეხი შანტ ხაჩატრიანი (8:1) დაამარცხა. ფინალში ჩხიკვაძის მეტოქე რუსი ევგენი ბაიდუსოვი იყო, რომელთაც ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

82 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს დაეუფლა საბა მამალაძე. მან აზერბაიჯანელ მურად აჰმადიევს 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში სომეხ კარენ ხაჩატრიანთან 1:8 წააგო, სომეხი ფინალში გავიდა და ქართველი რეპეშაჟში უნგრელ დომინიკ მეზეის შეხვდა, რომელსაც 11:2 აჯობა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ინდოელი რავი მალიკი წუთზე ნაკლებ დროში 8:0 დაამარცხა და საქართველოს მესამე მედალი მოუტანა.

 

წინა დღეს პირველი ვერცხლის მედალი 63 კგ წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ მოიპოვა რომელმაც ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ფრანგ იანის დრის ნიფრის 9:0 აჯობა, მერვედფინალში ფინელი კასპერი კრისტიან კაუჰანენი 8:1 დაამარცხა, მერე თურქ ისმაილ ორუჩოღლის 3:0 სძლია, ხოლო ნახევარფინალში შვედი ნიკლას პონტუს ოლენი 6:0 დაამარცხა. ფინალში ქართველი მოჭიდავე რუს საიდ ხუსეინ ბაკაევს დაუპირისპირდა და 0:10 წააგო, შედეგად ვერცხლის მედალს დასჯერდა.