საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილი და იაკობ ქაჯაიას ტოკიოს ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორები
10:30 | September 04 2021

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მძიმეწონოსნებმა იაკობ ქაჯაიამ და გენო პეტრიაშვილი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ფინალში ლეგენდარულ კუბელ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლოპეს ნუნიესთან დათმო შეხვედრა, კუბელმა კარელინის რეკორდი გააუმჯობესა და ისტორიაში პირველი მოჭიდავე გახდა ვინც ოთხჯერ შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება.

 

ქაჯაია ფინალამდე ფინელ ელიას კუოსმანენს შეხვდა და ძალიან იოლად, 3 წუთზე ნაკლებ დროში 9:0 დაჯაბნა, აშკარა უპირატესობით მოიგო, რის შედეგადაც მეოთხედფინალს უწია. იქ ქართველს გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა რუს სერგეი სემიონოვთან. მთლიანობაში იაკობი უკეთესი იყო და 3:1 იმარჯვა. ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და იაკობი თავიდან აგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ სამი ქულა მიითვალა და ამრიგად, ნახევარფინალში გაღწევა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქაჯაიამ სემიონოვს რევანში აუღო, რადგან წინა ოლიმპიადაზე მასთან ჰქონდა წაგებული. ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელ იასმანი ფერნანდეს აკოსტას უმძიმეს ბრძოლაში ბოლოს მოპოვებული ქულის უპირატესობით მოუგო (1:1). ქართველმა მძიმეწონოსანმა დამსახურებული ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ტოკიოში ფავოროტის რანგში ჩავიდა, ფინალში გენომ უდრამატულეს ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველმა ფალავანმა ამერიკელ გეილ დენ სტივესონთან ბოლო წამზე წააგო.

 

პეტრიაშვილმა პირველი პერიოდი 0:4 წააგო, მაგრამ მეორე პერიოდში შესანიშნავად ჭიდაობა და 8:5 დაწინაურდა. ამ ანგარიშს გენო შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე ინარჩუნებდა, ხოლო ბოლო წამზე ქართველის უპირატესობა ერთქულიანი იყო (8:7). მიუხედავად ამისა, გენომ ანგარიში ვერ შეინარჩუნა, ზედ ბოლო წამზე მან ორი ქულა მიითვალა, ქართველებმა ჩელენჯი აიღეს, რომელიც წააგეს და საბოლოოდ სტივესონმა 10:8 მოიგო. ამრიგად გენოს ვერცხლის მედალი ერგო, რაც მისთვის ოლიმპიადაზე მეორე მედალია რიოში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ.

 

აქვე გეტყვით, რომ ფინალამდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭიდავემ მერვედფინალში ეგვიპტელი ქამალ აბდელმოტალები აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგის აჯობა. პირველივე პერიოდში გენომ 4 ქულა მოიპოვა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, გამოცდილ მეტოქეს 5:2 აჯობა. ნახევარფინალში პეტრიაშვილი 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და პირველი პერიოდი საკმაოდ ცუდად ჩაატარა, რის შედეგადაც ანგარიშში 0:3 ჩამორჩა. თუმცა, მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა დიდებულად იჭიდავა, ზედიზედ 6 ქულა მოიპოვა და მეტოქეს 6:3 სძლია, რის შედეგადაც ფინალში გავიდა.