საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გოგრიჭიანის ვერცხლი და სამხარაძის ბრინჯაო ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
11:43 | July 24 2021

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება, საქართველოს ნაკრებს ორი მედალი აქვს - ვერცხლი და ბრინჯაო. ვერცხლის მედალს 65 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გოგრიჭიანი დაეუფლა.


გოგრიჭიანი ფინალში ამერიკელ შაპიროს შეხვდა და 4:8 წააგო, შედეგად, ვერცხლის მედალს დასჯერდა. მანამდე კი ესპანელ მილას 10-0, ბელარუს ნიაძელკსა წმინდად, ბულგარელ დიანკოს 11-3 და ირანელ აბას რეზაეიაგოუზგელეს 6-6-ზე მოუგო.

 

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 80 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე სამხარაძემ, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ სატარხან ალაჰვერდილის 4:2 სძლია. მედლამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა რეზო მარსაგიშვილს.