საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდული ნაკრების 3 მედალი ევროპირველობიდან
11:09 | July 24 2021

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა.

 

გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), დავით აბდალაძე (61 კგ) და გიორგი ჭოლაძე (65 კგ) და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.  

 

ბრინჯაოს მედლისთვის მოპოვებამდე თითო გამარჯვება დავით ფაცინაშვილს (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძეს (74 კგ), ოთარ ადეიშვილს (79 კგ) და ანდრო მარგიშვილს (92 კგ) დააკლდათ.