საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

4 მედალი თურქეთიდან
10:55 | July 24 2021

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა სტამბულში იაშარ დოგუს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა, ჩვენმა ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მესამე ადგილი დაიკავა.


70 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დაგვირგვინდა - ზურაბ იაკობიშვილმა ლევან ქელეხსაშვილს მოუგო. მესამე საპრიზო ადგილები კი ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) დაიკავეს.