საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

4 მედლის შანსი - ევროპის ჭაბუკთა ჩემპონატი ბერძნულ-რომაული დღეები დაიწყო
03:59 | August 08 2015

დღეს 8 აგვისტოს სერბეთში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ. ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე 42,50,58,69 და 85 კატეგორიის ფალავნები გამოვიდნენ, აქედან 4 წონაში ქართველები მედლებისათვის იჭიდავებენ, დავით ფუტკარაძე (42) ფინალში სადაც რუს ვლადიმერ ზაბეივოროტას შეხვდება. ჯონი ხეცურიანი (58), გიორგი შავაძემ (85) და ნიკოლოზ ჭიკაიძემ (69) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება

 

ტურნირის პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია სამივე ხალიჩაზე
http://wrestling.ge/NewsPage/Item/66
https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-3

 

42 - დავით ფურკარაძემ უნგრელი პასტორი 10-6 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში სომეხ ანდრანიკ მხითარიანთან 0-6-ს აგებდა თუმცა მეორე პერიოდში შეძლო მეტოქის შებოჭვა და სუფთა გამარჯვება მიითვალა, ნახევარფინალში კი უკრაინელი ვლადიმერ კუზკო 4-3, ფინალში კი რუს ვლადიმერ ზაბეივოროტას შეხვდება.

 

58 - ჯონი ხეცურიანმა ლიტველ მეტოქეს 8-0, ბოსნიელი 8-2, ნახევარფინალში კი 7-9 დამარცხდა გერმანელ გინჩთან და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

 

69 - ნიკოლოზ ჭიკაიძემ ბელარუსი მასკევიჩი 12-1 გაანადგურა, მომდევნო შეხვედრაში კი რუს კომაროვთან 2-11 დამარცხა და დამამშვიდებელში გადაერთო სადაც 3-3-ზე დაამარცხა პოლონელი დასკიევიჩი და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

 

85 - გიორგი შავაძემ ლატვიელი ჩემისი 35 წამში დაამარცხა 10-0, შემდეგ  7-1 მოუგო ბულგარელ კირილოვს, ნახევარფინალში კი 3-7 დათმო პოლონელ კურნიცზაკთან და ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებს.

 

50 - ოთარ აბულაძემ ჩეხ იაკუ მელეგანიკის ძლევით დაიწყო 6-4, თუმცა მომდევნო შეხვედრაში იტალიელ ფრენისთან 2-10 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.