თავისუფალით სტილით ჭაბუკების 6 მედალი ევროპირველობიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე, ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე შეჯიბრებაზე, თამაზ სულამანიძისა (55 კგ) და თორნიკე სამხარაძის (80 კგ) ვერცხლებს და გიორგი გოგრიჭიანის (65 კგ) ბრინჯაოს, 16 ივნისს ბრინჯაოს მედლები მიამატეს გიორგი აბულაშვილმა (60 კგ), გიორგი ნათობიძემ (71 კგ) და თორნიკე ნიკოლეიშვილმა (92 კგ). მათ გარდა, რეპეშაჟის ფინალში ლაშა გოგაძემაც (45 კგ) იჭიდავა, მაგრამ წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.




