საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

U23! ჭკუასელიზე და ქაცანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონები, რიკაძე ბრინჯაოს მედალოსანი.
11:54 | May 28 2021

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა.

 

თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, აივენგო რიკაძე (82 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

ჭკუასელიძემ (87 კგ) ნიდერლანდელ ტაირონ სტერკენბურგს 10:1 აჯობა, რასაც ბულგარელ სვეტოსლავ ნიკოლოვთან გამარჯვება მოჰყვა (10:0), ნახევარფინალში თემურმა სომეხი გევორქ ტადევოსიანი 8:0 დაამარცხა და ფინალში იჭიდავა, სადაც მისი მეტოქე რუსი ალექსანდრ კომაროვი იყო, რომელთანაც 1:6 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ფინალში იჭიდავა გიორგი ქაცანაშვილმა (92 კგ), რომელმაც ხორვატი ფილიპ სმეტკო 8:0, გერმანელი პატრიკ ნოიმაიერი 5:1, ავსტრიელი მარკუს რაგინგერი 6:2 და ჩეხი ონდრეი დადაკი 4:3 დაამარცხა, ფინალში კი რუს არტურ სარგსიანს დაუპირისპირდა და 0:9 დამარცხდა, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა აივენგო რიკაძე (82 კგ), რომელმაც ესტონელი რანეტ კაიოლა (6:0) და უკრაინელი დმიტრო გარდუბეი 3:1 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში უნგრელ ტამას ლევაისთან 1:2 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ხალიჩაზე, სადაც ბერძენ დიმიტრიოს ცომპანუდისი 11:2 გაანადგურა.