საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ახალგაზრდული ნაკრების 10 მედალი ყაზახეთიდან
11:23 | May 28 2021

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ჟაკსილიკ უშკემპიროვის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და ბექა მელელაშვილი (87 კგ) ჩემპიონები გახდნენ. დიმიტრი ხაჩიძე (55 კგ) და იაგო გობაძე (82 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გიორგი თოხაძე (55 კგ), ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ლუკა ოჩიგავა (67 კგ), ხვიჩა ანანიძე (72 კგ) და დათა ჩხაიძე (77 კგ) - ბრინჯაოებს.