საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
10:42 | August 06 2015

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა სერბულ სუბოტიცაში 9 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა 83 ქულით პირველი ადგილი დაიკავა დიდი უპირატესობით გაასწრო თურქეთის და რუსეთის ნაკრებებს რომელთაც 64 და 59 ქულებით მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ქათამაძე (42), ალეკო ლომიძე (58) და ივერი ჯულაყიძე (69), გიორგი ხაჩიძემ (46) და დემურ მეგენეიშვილმა (76) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ბრინჯაოს კი თეიმურაზ ვანიშვილი (50), ბექა ჭელიძე (85), თორნიკე კვინიკაძე (63) და ზურიკო ურთაშვილი (100) დაეუფლნენ.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე, მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, კახაბერ დობორჯგინიძე, გიორგი კვინიკაძე.