საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რამაზ ზოიძემ და ლაშა გობაძემ ტოკიოს საგზურები მოიპოვეს
07:41 | May 28 2021

უნგრეთის დედაქალაქ მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ლიცენზია მოიპოვა რომელიც რამაზ ზოიძის და ლაშა გობაძის ანგარიშზეა. ხალიჩაზე ოთხი ქართველი გავიდა, საიდანაც ფინალში ორმა შეძლო გასვლა და ეს ავტომატურად უდრის ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს. შედეგად, ბერძნულ-რომაულში 6 წონიდან ოთხში ლიცენზია უკვე მოპოვებულია, ორისთვის ბრძოლა მაისში გაგრძელდება.

 

67 კგ კატეგორიაში ფინალამდე მივიდა და შესაბამისად, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია გაიფორმა რამაზ ზოიძემ. მან შესანიშნავად იასპარეზა და უკრაინელ არტურ პოლიტაიევს აჯობა, შემდეგ ხორვატი დანიელ იანეჩიჩი 8:0 დაამარცხა. ნახევარფინალში რამაზი სომეხ სლავიკ გალციანს გაეჯიბრა და ამ დაპირისპირებაში გადაწყდა ლიცენზიის ბედი. ქართველი ფალავნის უპირატესობა თვალშისაცემი იყო - 10:1. ზოიძე ხვალ ფინალში უნგრელ ბალინტ კოპრაშის დაუპირისპირდება, მაგრამ ეს ფინალი ფორმალობაა, რადგან ორივეს გარანტირებული აქვს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

 

87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ ასპარეზობა თურქ მეთეჰან ბაშართან გამარჯვებით დაიწყო და ამას მეოთხედფინალში სომეხ არტურ შაჰინიანთან გამარჯვება მოჰყვა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა და ლიცენზიისთვის ბრძოლაში რუსი მილად ალირზაევი 9:5 დაამარცხა. ლაშა ხვალ ფინალში აზერბიაჯანელ ისლამ აბასოვს გაეჯიბრება, მაგრამ ორივემ უკვე მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადის საგზური და ფინალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.