საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 11 მედალი და გუნდური პირველი ადგილი უკრაინიდან
03:41 | May 28 2021

კიევში 26-28 თებერვალს გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართვლოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ანგარიშზე 11 მედალია. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის წევრებმა 5-5 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გამოსვლა, ჩვენმა ნაკრებმა კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

 

პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, რომელშიც სამივე საჭიდაო სახეობაში ჯამში მსოფლიოს 35 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. 10 წონითი კატეგორიიდან 8-ში ფინალში ქართველი სპორტსმენები გავიდნენ. ორ წონაში კი სულაც, ქართული ფინალები შედგა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). უმაღლეს ტიტულამდე თითო შეეხვედრის მოგება დააკლდათ: ჯონი ხეცურიანს (67 კგ), შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ), ლაშა გობაძეს (87 კგ), გიორგი მელიასა (97 კგ) და ზვიად პატარიძეს (130 კგ). რამაზ სილაგავა (55 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.