საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფლების 2-2 ოქრო-ბრინჯაო კიევიდან
03:30 | May 28 2021

უკრაინის დედაქალაქში 26-28 თებერვალს გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებნა 4 მედალი მოიპოვეს.

 

გიორგი იანტბელიძის გუნდიდან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ). გიორგი სულავამ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) კი მესამე ადგილები დაიკავეს, გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკრაინულ ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გამოცდილ მოჭიდავეთა ნაწილს, მოახლოებული სალიცენზიო შეჯიბრებებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დასვენების საშუალება მიეცა.