საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა
11:42 | February 25 2021

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ლეგენდარული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა. გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. მსოფლიო დონის სპეციალისტი, რომელმაც ქვეყანას აღუზარდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები. მათ შორის, საქართველოს ამჟამინდელი ნაკრების წევრები: ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.


ნუგზარ სხირელი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელი. მისი გარდაცვალებით ქართულ საჭიდაო სამყაროში ერთი დიდი ეპოქა დასრულდა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ სხირელის გარდაცვალების გამო. თანაგრძნობას ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახის წევრებს, ახლობლებს მთლიანად ქართულ სპორტულ სამყაროს.