საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი მელიას ოქროს მედალი საფრანგეთის გრან პრიზე
04:10 | February 07 2021

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი მელიამ (97 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

 

მელიამ გრან პრიზე ამერიკელი მილერი (8:0), პოლონელი კურნიცზაკი (9:0), ავსტრიელი გასტლი (2:1) და კვლავ ავსტრიელი რაგგინერი (4:1) დაამარცხა, რითაც ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო და გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ მუროდ ლოკიაევს 5:0 აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

 

ნიცაში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ სულხან ბუიძე (130 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ), ხოლო ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) და ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში განიცადეს მარცხი. ამრიგად, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების მონაგარი 3 მედალია - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.