საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ნაკრები 9 მედალი და გუნდური პირველობა საფრანგეთის გრან პრიზე!
03:55 | February 07 2021

საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრებმა ნიცაში, ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე ფანტასტიკური შედეგი აჩვენა და 9 მედალი მოიპოვა - 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო! ნიშანდობლივია, რომ ხალიჩაზე ჯამში 10 ქართველი მოჭიდავე გავიდა.

 

ოქროს მედლები ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მოიპოვეს. პეტრიაშვილმა ფინალში პოლონელი მეტოქე, ბარანი 7:2 დაამარცხა, კენჭაძემ პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11:1 აჯობა ფრანგ ალეკმას, იაკობიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველი მიჰაილ სავა მარტივად, 10:0 დაამარცხა, ლომთაძემ კი ბელგიელ აიუბ მუსაევს 8:1 აჯობა.

 

ფინალში კიდევ ორი ქართველი იყო გასული. დავით ტლაშაძემ (74 კგ) გადამწყვეტ შეხვედაში ფეხის ტრავმის გამო ჭიდაობა ვერ მოახერხა და ამიტომ, ვერცხლის მედლით მოუწია დაკმაყოფილება, ხოლო გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ კაილ სნაიდერთან დამარცხდა, აღსანიშნავა რომ მაჭარაშვილმა პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელების ოლიმპიურ ჩემპიონ შარიფ შარიფოვს მოუგო.

 

გრან პრიზე ბრინჯაო მედლები ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ლადო ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) მოიპოვეს. მედალს მხოლოდ დავით მარსაგიშვილი (86 კგ) ვერ დაეუფლა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მარცხი განიცადა. საქართველოს ნაკრებმა გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე აშშ ხოლო მესამეზე აზერბაიჯანის გუნდი გავიდა.