საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2021
02:12 | February 06 2021

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 10 ახალი ჩემპიონი ჰყავს

 

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში დასრულდა ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ/რომაული სტილით ჭიდაობაში.

 

ორ-დღიანი შეჯიბრი საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა და საქართველოს 10 ახალი ჩემპიონი ჰყავს.

 

საინტერესოა, რომ ძმები, ლერი და ოთარ აბულაძეები პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონები გახდნენ. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე ხალიჩას დაუბრუნდა, ფინალში ევროპის ვიცე ჩემპიონი, ლევან არაბული დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

საინტერესო გამოდგა ბრძოლები 87 კგ წონით კატეგორიაში. თორნიკე ძამაშვილმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ლაშა გობაძე დაამარცხა და ფინალში გავიდა. რობერტ კობლიაშვილმა კი გურამ ხეცურიანს აჯობა და მანაც ფინალის საგზური მოიპოვა.

 

მარტყოფელების ფინალი თორნიკე ძამაშვილის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

 

საქართველოს ჩემპიონებისა და პრიზიორების სია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასე გამოიყურება:

 

55 კგ
1. რამაზ სილაგავა (მარტვილი)
2. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი)
3. რამაზ სურმანიძე (აჭარა)

 

60 კგ
1. ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი)
2. გიზო მელაძე (აჭარა)
3. დათო ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
3. ფირუზ აბულაძე (აჭარა)

 

63 კგ
1. ლერი აბულაძე (აჭარა)
2. ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
3. ამირან შავაძე (აჭარა)
3. ავთო ბიძინაშვილი (გარდაბანი)

 

67 კგ
1. ჯონი ხეცურიანი (ხობი)
2. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
3. ირაკლი ნაკაშია (ხობი)
3. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)

 

72 კგ
1. ოთარ აბულაძე (აჭარა)
2. რამაზ ზოიძე (აჭარა)
3. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი)
3. ხვიჩა ანანიძე (აჭარა)

 

77 კგ
1. ბაკურ გოგოლი (თბილისი – ორც)
2. საჩინო დავითაია (სენაკი)
3. გიორგი ფოცხვერაშვილი (გარდაბანი)
3. დავით სოლოღაშვილი (გარდაბანი)

 

82 კგ
1. აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
2. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
3. ვახტანგ ხალვაში (აჭარა)
3. დემურ ქავთარაძე (გარდაბანი)

 

87 კგ
1. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
2. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
3. თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი – ორც)
3. ლაშა გობაძე (აჭარა)

 

97 კგ
1. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი – ორც)
3. ალექსი ლოდია (ოზურგეთი)
3. ვალერიან მურვანიძე (ოზურგეთი)

 

130 კგ
1. ზვიად პატარიძე (ქუთაისი)
2. ლევან არაბული (აჭარა – ორც)
3. სულხან ბუიძე (ქუთაისი)

 

საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, იანვარში ევროპულ ტურნირებზე იასპარეზებენ, საუკეთესო შედეგების მქონე მოჭიდავეები კი მარტსა და აპრილში, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდს დააკომპლექტებენ.