საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 2021
01:38 | February 06 2021

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, დასრულდა ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

 

პირველ საშეჯიბრო დღეს, მედლების კომპლექტი ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

 

57 კგ წონით კატეგორიაში, ოთო გოგავას და ბექა ბუჯიაშვილს შორის გამართული ფინალი ბექა ბუჯიაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

 

61 კგ კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველობა არავის დაუთმო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბექა ლომთაძემ.

 

65 კგ-ში ეროვნული პირველობა გამოტოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. წონის ახალი ლიდერი კი სამტრედიელი შმაგი თოდუა გახდა.

 

70 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი ზურა იაკობიშვილი, ფინალში დავით ტლაშაძესთან დამარცხდა.

 

74 კგ წონით კატეგორიაში, უპირობო ლიდერია ავთო კენჭაძე, რომელმაც ფინალში, ასევე ამბროლაურელ გამყრელიძეს შანსი არ დაუტოა და 7:1 დაამარცხა.

 

დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში, მედლების კომპლექტი დღეს გათამაშდა და 10-ივე წონაში საქართველოს თითქმის უცვლელი ჩემპიონები ჰყავს.

 

79 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა.

 

დრამატული იყო ფინალი 86 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს დათო მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ბოლო წამზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და ბოლო ქულის უპირატესობით ამინაშვილი იგებდა, ბოლო წამზე, მარსაგიშვილმა მოწინააღმდეგეს ორ ქულიანი ილეთი გაუკეთა. მიუხედავად ჩელენჯისა, მარსაგიშვილს ქულა აღარ ჩაუთვალეს რადგან დროში ვერ ჩაეტია.

 

92 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ისევ ირაკლი მწითური გახდა, 97 კგ-ში ელიზბარ ოდიკაძე, რომელმაც ბოლო წლების მსგავსად, ფინალში გივი მაჭარაშვილს სძლია. 125 კგ წონით კატეგორიაში კი უკვე მრავალი წელია შეუჩერებელია გენო პეტრიაშვილი, რომელმაც წელს, თებერვალში, რომში გამართულ ევროპირველობაზე, ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში:

 

57 კგ
1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2. ოთარ გოგავა (ხონი)
3. რამაზ თურმანიძე (აჭარა)
3. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)

 

61 კგ
1. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
2. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
3. გოდერძი ძებისაშვილი (გორი)
3. თორნიკე ქათამაძე (აჭარა)

 

65 კგ
1.შმაგი თოდუა (სამტრედია)
2. გიორგი ჭოლაძე (ქუთაისი)
3. ცოტნე აბალაკი (გორი)
3. შოთა ფარტენაძე (აჭარა)

 

70 კგ
1. დავით ტლაშაძე (გორი)
2. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
3. დავით ფაცინაშვილი (გორი)
3. გია ავალიანი (სამტრედია)

 

74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
2. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
3. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
3.თემურ ბერუშვილი (გორი)

 

79 კგ
1. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
2. ევსები შველიძე (ხარაგაული)
3. გოგა მამიაური (თბილისი)
3. ტარზან მაისურაძე (თბილისი)

 

86 კგ
1. სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
2. დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი)
3. საბა ჩიხრაძე (რუსთავი)
3. ზაურ ბერაძე (ხარაგაული)

 

92 კგ
1. ირაკლი მწითური (თბილისი)
2. მირიან მაისურაძე (ონი)
3. მერაბი სულეიმანიშვილი (გორი)
3. იუზა ცერცვაძე (თბილისი)

 

97 კგ
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
2. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
3. მამუკა კორძაია (აჭარა)
3. გურამ ენდელაძე (ქუთაისი)

 

125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (გორი)
2. ზვიად მეტრეველი (ონი)
3. სოლომონ მანაშვილი (თბილისი)
3. როლანდ ანდრიაძე (ხონი)

 

საქართველოს ჩემპიონებით, მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებზე ეროვნული გუნდი დაკომპლექტდება.