საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

იურო ლომაძე და ლევან არაბული ევროპის ვიცე-ჩემპიონები, წურწუმია და შავაძე ბრინჯაოს პრიზიორები არიან
03:01 | March 08 2020

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, 10-12 თებერვალს, იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

 

ევროპის ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა იური ლომაძეს (72 კგ), ოზურგეთელმა ფალავანმა ფინალამდე მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ სერბ დავორ სტეფანეკს 6-4 მოუგო, ბელარუს კანკოუს და ხორვატ ეტლინგერს ერთნაირი ანგარიშით 11-0 სძლია, ნახევარფინალში კი თურქ სელჩუკ ჩანს 7-0 აჯობა, ფინალში კი სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან, გერმანელ შტებლერთან ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ფინალამდე შესანიშნავად მივიდა მძიმეწონოსანი ლევან არაბული ვინც  იტალიელი როკარო, გერმანელი კრამერი და ფინელი სავოლაინენი აშკარა უპირატესობებით დაამარცხა, ჯამში 27-0, ფინალში კი რუმინელ ალინ ალექსუცთან 1-6 დამარცხდა და ვერცლის მედალი ხვდა წილად.


ბრინჯაოს დასჯერდა მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია (55კგ), რომელსაც ევროპირველობამდე ფეხის ტრავმა აწუხებდა, გადამწყვეტ შეხვედრაში წურწუმიამ რუმინელი ფლორიან ტიტა იოლად 8-0 დაამარცხა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხალიჩაზე დაბრუნებულმა ამირან შავაძემ (60კგ) კი დაბრუნება ბრინჯაოს მედლით აღნიშნა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ლოკაევს აჯობა.

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, გუნდურ ჩათვლაში 82 ქულა მოაგროვა და გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.