საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

წურწუმია, გობაძე, ლომთაძე და პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერები არიან
09:32 | March 01 2020

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-მ 2020 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ოთხი ქართველი ფალავანი წონის უპირობო ლიდერი გახდა.

 

განახლებულ რეიტინგში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია, 58 ქულით, 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია, მეორე ადგილზე კი, ყაზახი ზაკანშაა, რომელსაც აშკარა უპირატესობით მოუგო ქართველმა ფალავანმა ნურ სულთანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი.

 

ახალ რეიტინგში მსოფლიოს პირველი ნომერი, 60 ქულით გახდა 82 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძეც, რომელმაც ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატი, წურწუმიას მსგავსად ტრიუმფით დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.

 

72 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი იური ლომაძე 14 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს, 97 კგ წონაში კი, ტოკიოს თამაშების ლიცენზიანტი გიორგი მელია, 20 ქულით მეექვსეა.

 

განახლებული რეიტინგის ათეულშია მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაიაც, რომელიც 25 ქულით, ასევე მეექვსე პოზიციაზეა.

 

აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს-ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატამდე, მსოფლიო რეიტინგში ლიდერ პოზიციებზე მოჭიდავეები არ ჰყოლია.

 

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, 61 კგ წონით კატეგორიაში, 60 ქულით მსოფლიო რეიტინგს სათავეში, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, ბექა ლომთაძე ჩაუდგა, მეორე ადგილზე რუსეთის წარმომადგენელი იდრისოვია ვისაც ქართველმა ფალავანმა მსოფიოს ჩემპიონატის ფინალში დამაჯერებლად მოუგო.

 

70 კილოგრამში, ზურაბ იაკობიშვილი 20 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს, 92-ში კი, ირაკლი მწითური, 23 ქულით, მესამეა.

 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი, ელიზბარ ოდიკაძე, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 20 ქულით მეექვსეა.

 

125 კგ წონით კატეგორიაში, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია პირველობას არავის უთმობს სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი, რომელსაც 60 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ თურქ ტაჰა აკგულის, 20 ქულით უსწრებს.

 

შეგახსენებთ რომ მსოფლიო რეიტინგის მიხედვით ხდება პირველი ოთხეულის განთესვა კონტინენტურ და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.ტებზე.