საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 11 მედალი და გუნდური პირველი ადგილი საფრანგეთიდან
09:17 | March 01 2020

18-19 იანვარს, ნიცაში "ანრი დეგლანის" სახელობის 46-ე საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების მონაგარი 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალია.

 

ტურნირის გამარჯვებულები ლევან ქავჟარაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (67 კგ) გახდნენ, ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და შესაბამისად ვერცხლის მედლებს ამირან შავაძე (60 კგ), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ირაკლი ძიმისრატიშვილმა (60 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძემ (72 კგ), გელა ბოლქვაძემ (77 კგ), თორნიკე ძამაშვილმა (87 კგ) და გიორგი ბარბაქაძემ (130 კგ( მოიპოვეს.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა ლიდერობა არავის დაუთმო და პირველი ადგილი დაიკავა.