საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალი სტილით ნაკრების 7 მედალი თურქეთიდან
09:05 | March 01 2020

10-12 იანვარს, სტამბულში "იაშარ დოგუს" სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები და შესაბამისად ვერცხლის პრიზიორები ედემი ბოლქვაძე (65 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), დათო მარსაგიშვილი (92 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები სანდრო ამინაშვილმა (86 კგ), ირაკლი მწითურმა (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილმა (97 კგ) მოიპოვეს.

 

 საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.