საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მსოფლიოს პირველობიდან
11:44 | November 10 2019

ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინაჯაოს მედალი აივენგო რიკაძემ (82 კგ) მოიპოვა.

 

სოსო ჯაბიძის ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში 121 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა ირანის ნაკრებს, მესამე ადგილი რუსეთს ხვდა წილად 118 ქულა.