საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

U23! მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები არიან
11:24 | November 10 2019

მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველომ ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებს მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი დაეუფლნენ.


70 კგ წონით კატეგორიის ფინალში სხულუხიამ რუსეთის წარმომადგენელი ჩერმან ვალიერი წმინდად დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.


უმაღლესი სინჯის მედალს 79 კგ წონით კატეგორიაში ტარიელ გაფრინდაშვილიც შესწვდა. ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ ბრძლაში აზერბაიჯანელი აბაკაროვი 59 წამში დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.


ასპარეზობის ბოლო დღეს ქართველ მოჭიდავეებს სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ მიზანს მხოლოდ გიორგი სულავამ მიაღწია.


74 კგ წონით კატეგორიაში სულავამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი ერილმაზი წმინდად დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. დემო მეგენეიშვილი (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) კი, ამავე ხარისხის მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდნენ.