საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვეტერანების 4 ოქროს, 5 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს პირველობიდან
05:06 | November 10 2019

ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 19 მედლით ჩაამთავრეს. აქედან 4 ოქროა, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.

 

თბილისის სპორტის სასახლეში 8-13 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში სულ 41 ქვეყნის 700-ზე მეტმა ვეტერანმა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს სახელით იჭიდავა 45-მა ვეტერანმა.

 

მსოფლიოს ჩემპიონები აკაკი ჩაჩუა, ამირან სვანიძე, ზურაბ წიქარიძე (ბერძნულ-რომაული) და ლუკა კურტანიძე (თავისუფალი) გახდნენ.

 

სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი აკაკი ჩაჩუამ (70 კგ) ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვა,  ოქროს მედლისათვის ყაზახ კაირმანოვს პირველივე პერიოდში აშკარა უპურატესობით 8-0 მოუგო საერთო ჯამში კი 31-0 დაასრულა შეჯიბრება.

 

ამირან სვანიძემ (88 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პოლონელ სეკურას 5-1 აჯობა.

 

ზურაბ წიქარიძემ (100 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში შარშანდელის მსგავსად რუს არხანგელსკის მოუგო 2-1 და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს უძლიერესის ტიტული.

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ერთადერთი ოქროს მედალი ლეგენდარულმა ლუკა კურტანიძემ მოიპოვა. მძიმეწონითი კატეგორიის (130 კგ) ფინალში ტიტულოვანმა ქართველმა ფალავანმა რამოდენიმე წამში წმინდად დადო ბეჭებზე მონღოლი შურა და ვეტარანებს შორის ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, შეგახსენებთ რომ პროფესიონალურ კარიერაში კურტანიძე ევროპის 5-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონია, ასევე ოლიმპიური თამაშების 2-გზის ბრინჯაოს მფლობელი

 

ვერცხლის მედალს ვალერი კუპატაძე, მამუკა ხემშიაშვილი, შმაგი გოქაძე, დავით კუპრაშვილი (ბერძნულ-რომაული) და ჯამბული სანაკოშვილი (თავისუფალი) დაუეფლა.

 

ბრინჯაოს მედლები ირაკლი ჭოჭუამ, მალხაზ გოგოლაძემ , ალექსანდრე ტაბატაძემ, ვასილ გოგოლაძემ, (ბერძნულ-რომაული) ალუდა სილაგაძემ, ვახტანგ ნარიაშვილმა, მალხაზ ჯორბენაძემ, გოჩა კირკიტაძემ, ბონდო სარდანაშვილმა და მალხაზ როზომაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.