საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს სერიის ფინალური ტურნირის გამარჯვებულია
01:58 | September 12 2019

7-8 სექტემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ქვიშის ჭიდაობაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

მსოფლიოს ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს მამუკა კორძაია (+90 კგ) დაეუფლა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 90 ქულით პირველობა არავის დაუთმო.

 

ქართულ დელეგაციას ლაშა ლომიძე ხელმძღვანელობდა, მსაჯი ზაზა ჯიბლაძე.