საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

3 ოქრო და 2 ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის სტარტზე
11:36 | August 04 2015

დღეს სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში დაიწყო ევროპის ჩემპონატი ჭაბუკთა შორის.  პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილის 5 წონის ფალავნებმა იასპარეზეს. გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ხუთივე წონაში მედალი მოიპოვა, აქედან სამი უმაღლესი სინჯისაა, თორნიკე ქათამაძე (42), ალეკო ლომიძე (58) და ივერი ჯულაყიძე (69) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თეიმურაზ ვანიშვილმა (50) და ბექა ჭელიძემ (85) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

თორნიკე ქათამაძემ (42) ფინალურ შეხვედრაში თურქი დოგან კარა დაამარცხა 10-9, ალეკო ლომიძემ (58) ასევე თურქ მუამე კილიჩს სძლია 6-3, ივერი ჯულაყიძემ (69) კი რუსი ადამ მალაევი 8-2 დაამარცხა. ბრინჯაოსთვის შეხვდრებში კი თეიმურაზ ვანიშვილმა (50) უკრაინელი იური პოსტოლი 8-0 გაანადგურა, ბექა ჭელიძემ (85) კი აზერბაიჯანელი რახიმ გამიდლის მოუგო 5-3.

 

ხვალ 5 აგვისტოს შეხვედრები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში გაიმართება. საქართველოს სახელს დაიცავენ: გიორგი ხაჩიძე (46), ვანო გოდელაშვილი (54), თორნიკე კვინიკაძე (63), დემურ მეგენეიშვილი (76) და ზურაბ ურთაშვილი (100). წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტურნირის პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციას სამივე ხალიჩაზე. http://wrestling.ge/NewsPage/Item/66

 

პირველი დღის შედეგები
42 კგ 1. თორნიკე ქათამაძე (საქართველო) 2. დოგან კარა (თურქეთი) 3. ასკერ მამედალიევი (აზერბაიჯანი) 3. მუხამედ ალიევი (უკრაინა)
50 კგ 1. ისლამ ბაზარგანოვი (აზერბაიჯანი) 2. პეტრუ კრაკიუნი (მოლდოვა) 3. თეიმურაზ ვანიშვილი (საქართველო) 3. ერტიუგრულ კახვეჯი (თურქეთი)
58 კგ 1. ალეკო ლომიძე (საქართველო) 2. მუამერ კილიჩი (თურქეთი) 3. გადისა გერია (აზერბაიჯანი) 3. ნიკოლაი ლესნიკოვი (მოლდოვა)
69 კგ 1. ივერი ჯულაყიძე (საქართველო) 2. ადამ მალაევი (რუსეთი) 3. სტეპან ლილიკი (უკრაინა) 3. ისმაილ აბდულაევი (აზერბაიჯანი)
85 კგ 1. ხოხ ხუგაევი (რუსეთი) 2. ნაილ სეიარი (თურქეთი) 3. მანტას ადომაიტისი (ლიტვა) 3. ბექა ჭელიძე (საქართველო)

KATAMADZE (GEO) - DOGAN (TUR) Final -42 kg

LOMIDZE (GEO)-KILIC (TUR) Final -58 kg

JULAKIDZE (GEO)-MALLAEV (RUS) Final -69 kg