საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი
05:01 | August 14 2019

7-10 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურმა სპორტის სასახლემ გივი კარტოზიას და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლა სადაც 18 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

 

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა ჯამში 28 მედალი დააგროვა. აქედან შვიდი ოქრო, ექვსი ვერცხლი და 15 ბრინჯაო.

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალია.

 

შეჯიბრის დასკვნით დღეს უმთავრეს ინტერესს ტიტულოვანი გენო პეტრიაშვილის (125 კგ.) ასპარეზობა იწვევდა, რომელმაც დამაჯერებლად იასპარეზა და ფინალში თანამემამულე ალექსი ჟორჟოლიანი 10:0 დაამარცხა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასევე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ოთარ გოგავა (57 კგ.), ბექა ლომთაძე (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ.) და ზურაბ ერბოწონაშვილი (79 კგ) ავიდნენ.

 

გოგავამ (57 კგ) ფინალში აზერბაიჯანელი ისლამ ბაზარგანოვი დაამარცხა, ლომთაძემ (61 კგ.) ასევე აზერბაიჯანელ აჰმედნაბი გვარზატილოვს 7:4 მოუგო, ერბოწონაშვილმა (79 კგ.) კი გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ირანელ ბაჰმან ტეიმოურის 4:2 სძლია, 74 კგ კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა გიორგი სულავამ თემურ ბერუაშვილს აჯობა, ქუთაისელ ფალავანს ოქროს მედალთან ერთად ვახტანგ ბალავაძის სპეციალური პრიზი გადაეცა. ვერცხლის მედლები შესაბამისად თემურ ბერუაშვილმა (74 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ), მამუკა კორძაიამ (97 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანმა (125 კგ) მოიპოვეს.

 

ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი რამაზ თურმანიძე (57 კგ), მიხეილ ბერძნიშვილი (61 კგ), ცოტნე აბალაკი (65 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ), ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ), დავით ფირუზაშვილი (86 კგ), ბექა ნადაშვილი (92 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გიორგი შამათავა (125 კგ) გახდნენ.

 


ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 მედლის აღება შეძლეს, აქედან 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

 

ჩემპიონები აივენგო რიკაძე (82 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) გახდნენმ, რიკაძემ (82 კგ.) გადამწყვეტი ორთაბრძოლა 11:6 მოუგო აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს და ჩემპიონობასთან ერთად გივი კარტოზიას საპატიო სპეციალური პრიზიც ხვდა წილად, ხოლო არაბულმა (130 კგ.) ინდოელ ნავეერ ნავეენს 7:1 სძლია. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი შალვა ხაჩიძე (87 კგ) გახდა, მესამე საპრიზო ადგილები კი გიორგი ხუჭუამ (72 კგ), ნიკა საბანაშვილმა (67 კგ), ალექსი ლოდიამ (97 და სულხან ბუიძემ (130 კგ) დაიკავეს. 

 

თბილისის ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატამდე ქართველი სპორტსმენებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო. კონტინენტის პირველობა 14-22 სექტემბერს ყაზახეთში, ქალაქ ნურსულთანში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატზე გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები, რომელსაც თითოეულ ოლიმპიურ წონით კატეგორიაში 6 საუკეთესო ფალავანი მიიღებს.

 

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ
1. ოთარ გოგავა (საქართველო) 
2. ისლამ ბაზარგანოვი (აზერბაიჯანი)
3. რამაზ თურმანიძე (საქართველო)
3. სარლაკ ალირეზა (ირანი)

 

61 კგ 
1.ბექა ლომთაძე (საქართველო)
2. აჰმედნაბი გვარზატილოვი (აზერბაიჯანი)
3. მოჰამადბაგერ იაკეში (ირანი)
3. მიხელ ბერძნიშვილი (საქართველო)

 

65 კგ
1. ბაირანგ ბაირანგი (ინდოეთი) 
2. ბიაბანი პეიმანი (ირანი)
3. ჰაჯი პორ აბოლფაზელი (ირანი)
3. ცოტნე აბალაკი (საქართველო)

 

70 კგ 
1. იონეს ემამიჩოგაეი (ირანი)
2. კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო)
3. მირზა სხულუხია (საქართველო)
3. ლევან ქელეხსაშვილი (საქართველო)

 

74 კგ
1. გიორგი სულავა (საქართველო) 
2. თემურ ბერუაშვილი (საქართველო)

3. ადამ ხას აფზალი რეზა (ირანი)
3. კოლუმბია ტაფური (კოლუმბია)

79 კგ 
1. ზურაბ ერბოწონაშვილი (საქართველო) 

2. ბაჰმან ტეიმოური (ირანი)
3. რაშად იუსუფლი (აზერბაიჯანი)
3. ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო)

 

86 კგ
1. გასემურ კამრანი (ირანი) 
2. გაჯიმურად მაგომედსაიდოვი (აზერბაიჯანი)
3. სანდრო ამინაშვილი (საქართველო)
3. დათო ფირუზაშვილი (საქართველო)

 

92 კგ 
1. შამილ ზუბაიროვი (აზერბაიჯანი)
2. ირაკლი მწითური (საქართველო)
3. ბექა ნადაშვილი (საქართველო)

 

97 კგ
1. მაგომედგაჯი ნუროვი (მაკედონია)
2. მამუკა კორძაია (საქართველო)
3. გივი მაჭარაშვილი (საქართველო)

 

125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
2. ალექსი ჟორჟოლიანი (საქართველო)
3. გიორგი შამათავა (საქართველო)

 

ბერძნულ-რომაული

55 კგ
1. ნასერპურ პოია (ირანი) 
2. ნორაირ ჰაკოიანი (სომხეთი)
3. რუდიკ მკრტიჩიანი (სომხეთი) 
3. მანჯეეტ მანჯეეტი (ინდოეთი)

 

60 კგ
1. კანიბეკ ზოლჩუბეკოვი (ყირგიზეთი)
2. ზოლამან შარშენბეკოვი (ყირგიზეთი)
3. ბეჰეტშტიტალა შირზადი (ირანი)
3. ნეჯათ ალირეზა (ირანი)

 

63 გ
1. ელმან მუხტაროვი (აზერბაიჯანი) 
2. მურად მამადოვი (აზერბაიჯანი)
3. დალხანი მეისამი (ირანი)
3. სამან აბდოუალი (ირანი)

 

67 კგ
1. ტაბ ჰამედი (ირანი)
2. ამანტურ ისმაილოვი (ყირგიზეთი) 
3. ნიკა საბანაშვილი (საქართველო)
3. მოჰამად რაზეი (ირანი)

 

72 კგ
1. ამინ კავიანინეჯადი (ირანი)
2. ისლამბეკ დადოვი (აზერბაიჯანი)
3. გიორგი ხუჭუა (საქართველო)
3. ჰრანტ კალაჩიანი (სომხეთი)

 

77 კგ
1. ვიქტორ ნემესი (სერბეთი)
2. გერაეი მოჰამადალი (ირანი)
3. პოშტან პეიმანი (ირანი)
3. ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

 

82 კგ
1. აივენგო რიკაძე (საქართველო)
2. რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
3. მაქსიმ მანუკიანი (სომხეთი)
3. ელვინ მუსრალიევი (აზერბაიჯანი)

 

87 კგ
1. რამინ ტაჰერისართანი (ირანი)
2. შალვა ხაჩიძე (საქართველო)
3. კალის გილმანოუ (საფრანგეთი)
3. ატაბეკ აზისბეკოვი (ყირგიზეთი)

 

97 კგ
1. სარავი მოჰამადჰადი (ირანი) 
2. ორხან ნურიევი (აზერბაიჯანი)
3. მელონინ ნოუმონვი (საფრანგეთი)
3. ალექსი ლოდია (საქართველო)

 

130 კგ
1. ლევან არაბული (საქართველო)

2. ნავეერ ნავეენი (ინდოეთი)
3. ბექა კანდელაკი (აზერბაიჯანი)
3. სულხან ბუიძე (საქართველო)