საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბალავაძე-კარტოზიას სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი 2019
06:59 | August 06 2019

ხვალიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სპორტის ოლიმპიური სასახლე, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

 

ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყნის სამასამდე სპორტსმენი მიიღებს.

 

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, საბოლოოდ სწორედ ამ ტურნირის შემდეგ დაკომპლექტდება. აღნიშნული შეჯიბრება, რამდენიმე წონით კატეგორიაში, სწორედ ქართველი სპორტსმენებისთვის გაარკვევს, თუ ვინ იჭიდავებს პლანეტის პირველობაზე.

 

თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ტრადიციულად, ორ მოჭიდავეს გადაეცემა დამატებითი ინდივიდუალური ჯილდოები.


თავისუფალ ჭიდაობაში, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო მიიღებს ვახტანგ ბალავაძის სახელობის პრიზს.
ბერძნულ-რომაულში კი, 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამორჩეული გივი კარტოზიას სახელობის პრიზით დაჯილდოვდება.

 

ტურნირის გამარჯვებული, ჯილდოს სახით 1000$-ს მიიღებს, მეორე ადგილი – 800$, მესამე ადგილი – 500$. კარტოზია-ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 10 აგვისტოს დასრულდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

 

ტურნირის განრიგი ასეთია:

7 აგვისტო

12.00 – 16.00 – წინასწარი შეხვედრები FS – 61,70,79, 92 kg; GR – 55,63,72 კგ
19.00 – გახსნის ცერემონიალი
19.30 – ნახევარ-ფინალები FS – 61,70, 79, 92 kg; GR – 55,63,72 კგ

 

8 აგვისტო

12.00 – 16.00 – FS – 57, 65, 74; GR 60.67.77.87 კგ
18.30 – ნახევარ-ფინალები FS – 57, 65, 74; GR – 60.67.77.87 კგ
20.00 – ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონიალი FS – 61,70,79,92 kg; GR – 55,63,72 კგ

 

9 აგვისტო

12.00 – 16.00 – წინასწარი შეხვედრები: FS – 86, 97, 125; GR – 82.97.130 კგ
18.30 – ნახევარ-ფინალები FS – 86, 97, 125; GR – 82.97.130 კგ
19.30 – ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონიალი FS – 57, 65, 74; GR -60.67.77.87 კგ

 

10 აგვისტო

16.00 – ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონიალი FS – 86, 97, 125; GR – 82.97.130 კგ