საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული ნაკრების 6 მედალი რუმინეთიდან
06:39 | August 06 2019

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა "იონ კორნიანუს და ლადისლაუ სიმონის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც UWW-ს ეგიდით გაიმართა, საქართველოს ბერძრნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ქართული ფინალი გაიმართა 77 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, სადაც გელა ბოლქვაძემ თანაგუნდელ დემურ ქავთარაძეს მინიმალური უპირატესობით მოუგო. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალი ბაკურ გოგოლმა მოიპოვა. 
ფინალში მიღებული ხელის ტრამვის გამო, ვერცხლის მედალს დასჯერდა გურამ ხეცურიანი (87 კგ). ტრამვის გამო ფინალი ვერ იჭიდავა გიორგი მელიამაც (97 კგ) და ვერცხლი ირგუნა. 72 კილოგრამში მოჭიდავე იური ლომაძემ კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.