საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების სამი ბრინჯაო მსოფლიოს პირველობიდან
05:43 | August 06 2019

ბულგარეთის ქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა თამაზ ღლონტმა (45 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში 4-0 მოუგო უკრაინელ კურკურინს, ბრინჯაოს მედლისათვის ნიკა ბროლაძემ (60 კგ) დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა ირანელი სოჰრაბი 8-6, მძიმეწონოსანმა მათე გოქაძემ (110 კგ.) პოლონელი ტომაშ კრავჩიკი აშკარა უპირატესობით - 8:0 დაამარცხა და მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ გოქაძე მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონია ჭაბუკებს შორის.