საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჩიხრაძის ვერცხლი ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
05:21 | August 06 2019

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი ჩიხრაძემ (110 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

ქართველმა ფალავანმა ფინალში ჭიდაობის უფლება გუშინ მოიპოვა, დღეს კი, გადამწყვეტი ორთაბრძოლა რუს არსამაგ ზასეევთან დათმო, ჩიხრაძემ საფინალო გზაზე 3 მეტოქე დაამარცხა, მოლდაველ მარიუს იუას 10-0 და თურქ მისირჩის 4-2 მოუგო, ნახევარფინალში კი სომეხი სარგსიანი 9-2 დაამარცხა.

 


კვარცხლბეკზე ასვლის შანსი კიდევ 3 ქართველ ფალავანს ჰქონდა, თუმცა დავით აბდალაძემ (60 კგ), დავით ფაცინაშვილმა (65 კგ.) და დავით კუჭუაშვილმა (71 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებები დათმეს და მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.